Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოში საუკეთესო ღვინოების დეგუსტაცია 15 ათასი ევრო ღირს

2012 წლის დეკემბერში ბურგუნდიაში ჩატარდა მსოფლიოში ყველაზე მდიდრული და ექსკლუზიური დეგუსტაცია, რომლის ორგანიზატორიც ღვინის ელიტური კლუბი The White Clubიყო. ცხადია, ღვინის ჭეშმარიტი დამფასებლები ამ დახურულ მიღებაზე მოსახვედრად დაირაზმნენ, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი არ კმაროდა – დეგუსტაციაში მონაწილეობის მიღება The White Club-ის თითო წევრს 12 ათასი ევრო დაუჯდა. ამ თანხად სტუმრებმა დააგემოვნეს Romanee-Conti-ს 12 ღვინო, რომლებიც ფილოქსერას ეპიდემიამდე იყო დაყენებული; ასევეHenri Jayer, Petrus, Penfolds, Vega Sicilia-სა და სხვა ცნობილი ბრენდების ღვინოები. სასმელთან ერთად სტუმრებს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფმზარეულის ნახელავითაც უმასპინძლდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ კლუბ The White Club-ის წევრობა არც ისე იოლია – საწევრო შენატანი 15 ათას ევროს შეადგენს. თუმცა, ეს ნამდვილად არ არის გადაყრილი ფული: კლუბი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად 10-12-ჯერ აწყობს დეგუსტაციას, მათ სარდაფებში კი დაახლოებით ათი ათასი ბოთლი ელიტური ღვინო ინახება. საინტერესოა, რომ The White Club-ის წევრი მხოლოდ მოწვევით შეიძლება გახდე, ასეთი მოსაწვევი კი მხოლოდ 50 ცალი მზადდება მსოფლიო მასშტაბით.

2012 წლის დეგუსტაცია, როგორც აღვნიშნეთ, ლეგენდარული Romanee-Conti-თ დაიწყო. ღონისძიებაზე გამოტანილი ღვინოები ექვსი ათეული წლის სხვადასხვა ვინტაჟიდან იყო შერჩეული: 1957, 1978, 1997 წლების Romanée-Conti; 1928, 1947, 1963 წლების La Tache და 1963, 1975 წლების Richebourg. დეგუსტაციის მონაწილენი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი მზარეულის - ფილიპ ოჟეს შედევრებითაც იტკბარუნებდნენ პირს. მოგვიანებით სტუმრებმა დააგემოვნეს 1961 წლის ვარდისფერი Krug და Perrier-Jouët, 2003 და 1989 წლების Romanée-Conti; 1962, 1964 და1978 წლების  La Tache; 1958 და 2003 წლების  Échezeaux; 1957 წლისGrands Échezeaux; 2003 წლის Romanée-Saint-Vivant; 2003 წლის Richebourg; 1992 წლის Henri Jayer Échezeaux და 1979 წლისHenri Jayer Cros Parantoux.მათ, ვისთვისაც ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა, ორგანიზატორები 800 ევროს საფასურად სთავაზობდნენ მდიდრულ ვახშამს. აქ კი მათ საშუალება ჰქონდათ გაესინჯათ 1982 წლისChateau Mouton Rothschild, 1996 წლისChаteau Lafite, 1929 წლისChаteau Margaux, 2007 წლისEpicurean დასხვა ძვირფასი ღვინოები. მაგრამ დეგუსტაციას ესწრებოდნენ ადამიანები, რომელთათვისაც არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. დამატებითი 1200 ევროს საფასურად მათ დააგემოვნეს Pingus, Penfolds Grange, Chateau Mouton Rothschild, Chateau Latour, Chateau Lafite, Chateau Pétrus, Chateau Margaux, Chateau La Mission Haut-Brionდა სხვ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული