საჭირო მასალა:1 ს.კ. შამპანურის ან თეთრი ღვინის ძმარი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 ს.კ. დიჟონური მდოგვი, 1/3 ჭიქა ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, 4 ცალი დიდი ან 8 ცალი პატარა პრასი, 1,5 ს.კ. კაპარი, 3 ს.კ. წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი: კამა, ტარხუნა და ოხრახუში, 6 ცალი საშუალოდ მოხარშული მწყრის კვერცხი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: ქვაბში 2/3-ზე ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ და დავუმატოთ მარილი. ძმარი, ლიმონის წვენი, მდოგვი, 1/4 ჩ.კ. მარილი და 1/8 ჩ.კ. წიწაკა ჯამში ავურიოთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. მარილი და პილპილი შეგვიძლია გემოვნებით დავუმატოთ. პრასს წავაჭრათ ფოჩები ისე, რომ თეთრი და ღია მწვანე ნაწილი დავტოვოთ. შემდეგ გავჭრათ შუა-შუა და 7-10 წუთით ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში. შემდეგ გადავწუროთ და შევაგრილოთ. პრასი ამოვიღოთ თეფშზე, მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ კაპარი, შუაზე გაჭრილი კვერცხები და მწვანილი.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი