Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პასტა ფარფალე თხილითა და ღანძილის პესტოთი

საჭირო მასალა: 35 გ თხილი, 1 კონა ღანძილი, 60 გ პარმეზანი, 400 გ პასტა ფარფალე, 8 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 150 გ პამიდორი ჩერი, 2 ღერი მწვანე ხახვი, მარილი, წითელი წიწაკა, პილპილი, შაქარი – გემოვნებით.

მომზადება: თხილი მოვხალოთ, კანი გავაცალოთ, გავაცივოთ და დავფქვათ. ღანძილი კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ და უხეში ნაწილები მოვაშოროთ. 40 გ ყველი გავხეხოთ, დავუმატოთ 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ღანძილი, თხილი და ბლენდერით ავთქვიფოთ. მიღებული პესტო შევანელოთ მარილითა და პილპილით. მოვაყაროთ მწიკვი შაქარი. ფარფალე მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ. პამიდორი გავრეცხოთ და გავაშროთ. მწვანე ხახვი დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეთი და 2 წუთის განმავლობაში შევწვათ პამიდვრები. დავუმატოთ მწვანე ხახვი, მარილი და წითელი წიწაკა. ქვაბში მოვათავსოთ პასტა, შემწვარი პამიდვრები ხახვით და პესტო, ამოვურიოთ და მოვაყაროთ დარჩენილი ყველი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.