Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორაგული კომბოსტოს ფლანით

საჭირო მასალა: 800 გ კომბოსტო, 100 გ ნაღები, 2 ცალი კვერცხი, 50 გ + 2 ს.კ. კარაქი, 2 ს.კ. ფქვილი, 150 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 150 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 300 მლ რძე, 1 პატარა კონა კამა, 4 ნაჭერი ორაგული (თითო 120 გ), ლიმონი – სერვირებისთვის,  პილპილი, მარილი, ჯავზი – გემოვნებით.

მომზადება: კომბოსტო ოთხად გავჭრათ (მოვაშოროთ მაგარი ნაწილი) და მდუღარე მარილიან წყალში 15 წუთი ვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ და ბლენდერით დავაქუცმაცოთ. დავუმატოთ კვერცხი, ნაღები, შევანელოთ მარილითა და ჯავზით. მასა გადავანაწილოთ 6 ცალ მეტალის ფორმაში, შემდეგ კი 40 წუთის განმავლობაში ორთქლის აბაზანაზე მოვათავსოთ. 50 გ კარაქი გავაცხელოთ ტაფაზე, დავაყაროთ ფქვილი და 1 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ბულიონი, ღვინო და კარგად ავურიოთ. 5 წუთის დუღილის შემდეგ დავუმატოთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი კამა. 1-2 ღერი კამა შევინახოთ მოსართავად. თევზი გავრეცხოთ, შევამშრალოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და გაცხელებულ კარაქში შევწვათ. თეფშზე ამოვიღოთ კომბოსტოს ფლანი თევზთან ერთად, მოვასხათ სოუსი, შემოვუწყოთ ლიმონის ნაჭრები, მოვრთოთ კამის ფოთლებით.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული