გამოქვეყნებულია: 14 დეკემბერი, 2014 - 01:36
საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 2 ღერი პრასი, 2 ს.კ. ზეთი, 800 გ თეთრი კომბოსტოს მწნილი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 ს.კ. ბაჰარის მარცვლები, 1 ლ ბოსტნეულის ბულიონი, 2 ს.კ. ტომატპასტა, 200-250 გ კარტოფილის პიურე, 400 გ კრაკოვური ძეხვი, მარილი, პილპილი, შაქარი, პაპრიკა – გემოვნებით, 150 გ ახალი ნაღები.
მომზადება: ხახვი წვრილად, პრასი – რგოლებად დავჭრათ და ზეთში 3 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ. დავუმატოთ კომბოსტოს მწნილი და 5 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ ბაჰარი და დაფნის ფოთოლი. დავუმტოთ ბულიონი, ტომატპასტა და ავადუღოთ. დავუმატოთ კარტოფილის პიურე, დაჭრილი ძეხვი და 5 წუთი ვხარშოთ. შემდეგ შევანელოთ მარილით, პაპრიკით, შაქრითა და პილპილით. მივირთვათ ახალ ნაღებთან ერთად.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი