Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კიში ოსპითა და წითელი წიწაკით

საჭირო მასალა: ცომი – 1 ჭიქა ფქვილი, 1/3 ჭიქა მარგარინი, 4 ს.კ. წყალი. გულსართი – 180 გ წითელი ოსპი, 3 ჩ.კ. კარაქი, 1 ცალი ხახვი, 2 ცალი ტკბილი წიწაკა, 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი, 1 ს.კ. ტომატ-პასტა, 3 ღერი ოხრახუში, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ერთმანეთში ავურიოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული მარგარინი და ფქვილი. მივიღებთ ფხვიერ მასას. დავასხათ ცივი წყალი და მოვზილოთ ცომი. ოსპი ჩავყაროთ წყალში და კარგად მოვხარშოთ, შემდეგ ჩავზილოთ. წიწაკა და ხახვი დავჭრათ. ოხრახუში დავკეპოთ. მოვშუშოთ ხახვი და წიწაკა, სანამ არ დარბილდება, დავუმატოთ ოსპის პიურე, მშრალი საფუარი, ტომატ-პასტა და ოხრახუში. შევაზავოთ მარილითა და პილპილით. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გავაბრტყელოთ ცომი ისე, რომ მივიღოთ 25 სმ დიამეტრის წრე. ცომი მოვათავსოთ ფორმაში და გავუკეთოთ გვერდები. დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შიგნით ჩავდოთ გულსართი. კიში გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული