Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ექსპერტებმა საერთაშორისო ავიაკომპანიების საუკეთესო ღვინოები გამოავლინეს

იაფი ბილეთების გამყიდველმა გლობალურმა კომპანია Skyscanner-მა 2012 წლის Airline Wine Awards-ის გამარჯვებულები გამოავლინა. ამ საქმეში კომპანიის კლიენტთა თითქმის 30-მილიონიანი აუდიტორია იყო ჩართული მთელი მსოფლიოდან. ღვინის 12 ექსპერტისგან შემდგარ ჯგუფს და ჩვეულებრივ მგზავრებს შესთავაზეს იმ ღვინოების ბრმა დეგუსტაცია, რომელსაც მგზავრებს ეკონომკლასის თვითმფრინავებში სთავაზობენ. ჟიურის ცნობილი ღვინის ჟურნალისტი და მწერალი ტომ კანავანი (Tom Cannavan) ხელმძღვანელობდა.ყველა წარმოდგენილი ღვინო 10-ბალიანი სისტემით შეფასდა. წითელი ღვინის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა 2011 წლის კაბერნე სოვინიონი Finca la Linda, რომელსაც არგენტინული ღვინის კომპანია Luigi Bosca აწარმოებს. ამ ღვინოს თავის მგზავრებს ევროპაში სიდიდით მეხუთე ავიაკომპანია - Thomson Airways  - სთავაზობს. ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სწორედ ეს კომპანია აღმოჩნდა კონკურსის გამარჯვებული. Thomson Airways –მა კონკურენტებს - სკანდინავიურ ავიაკომპანია SAS-სა და თურქულ, დაბალბიუჯეტიან Pegasus Airlines -ს გაუსწრო, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. ბევრად რთული აღმოჩნდა გამარჯვებულის გამოვლენა თეთრი ღვინის კატეგორიაში. ჟიურის ყველა წევრმა აღნიშნა გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს მიერ სერვირებული ღვინის მაღალი ხარისხი. ამ ავიაკომპანიამ მთელი ხუთი ქულით გადაუსწრო KLM-სა და easyjet-ს. გერმანული ავიაკომპანია მგზავრებს მოზელის ვენახების რისლინგს - Peter & Peter–ს სთავაზობს. შედარებისთვის, 2011 წელს ანალოგიური კონკურსის გამარჯვბული easyjet(თეთრი ღვინის კატეგორიაში) და British Airways (წითელი ღვინის კატეგორიაში) გახდა. ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც უკვე 2 წელია ზედიზედ შედის ორივე კატეგორიის ღვინის პირველ ხუთეულში, ეს KLM-ია. წლევანდელი მონაცემები კი ასე გამოიყურება:

წითელი ღვინის კატეგორია:

1. Thomson Airways - Finca La Linda, Cabernet Sauvignon 2011,არგენტინა

2. SAS - Backhouse Pinot Noir, 2011,აშშ

3. Pegasus - Kavaklidere Angora 2011,თურქეთი

4. BMI - Grand Sud, Merlot,საფრანგეთი

5. KLM - Terra Andina Cabernet Sauvignon-Merlot 2011,ჩილე

თეთრი ღვინის კატეგორია:

1. Lufthansa - Peter & Peter Riesling,გერმანია

2. KLM - Terra Andina Sauvignon Blanc-Chardonnay 2012, ჩილე

3. easyJet - Louis Mondeville Sauvignon Blanc, Pays d'Oc 2011,საფრანგეთი

4. Pegasus - Kavaklidere Cankaya 2011,თურქეთი

5. BA & Iberia - Val de los Frailes, Bodegas Matarromera Verdejo 2011,ესპანეთი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული