გამოქვეყნებულია: 11 მაისი, 2012 - 03:46
როგორც New York Daily News იტყობინება, ნიუ-იორკში, შუაგულ ბრუკლინში ფერმა დაარსდა - Child Development Support Corp-ში ყველანაირი მწვანილი მოჰყავთ. რაიონის მოსახლეობა ამ სიახლით ძალიან კმაყოფილია, რადგან მათ ეკოლოგიურად სუფთა სალათების მოსამზადებლად ფერმაში ნებისმიერი მწვანილის შეძენა შეუძლიათ. ფერმის მესვეურები უფრო შორს წავიდნენ და მსურველებს მასტერ-კლასებსაც უტარებენ, თუ როგორ შეიძლება სახლის პირობებში მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი