Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

7 წითელი ღვინო საშემოდგომოდ - Evening Standard

შემოდგომის დადგომასთან ერთად წითელი ღვინოებიც უფრო აქტუალური გახდა. Evening Standard საშემოდგომო, წითელ ღვინოებს ურჩევს მკითხველს, მათ შორის, ოროველას 2015 წლის საფერავსაც. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბრიტანული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელი, Waitrose მსოფლიოს საუკეთესო, არც იმდენად დაფასებულ ღვინოებს აგროვებს, რომელთა შორისაც ქართული ღვინოცაა : “მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქართული ღვინოების შესახებ არ იცის, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პირიქით უნდა იყოს. ქართული 13-30 წლამდე ასაკის ვაზები, საიდანაც ღვინოს წურავენ, გამოირჩევა განსაკუთრებული სტრუქტურითა და ინტენსივობით. ამ ღვინოში კი იგრძნობთ მუხის, კაკაოსა და ტყის კენკრის არომატებს, რომლებსაც ფონად ქლიავის სოუსის ტონები მოჰყვება. ალბათ, შემოდგომა რომ ღვინო ყოფილიყო, ნამდვილად ეს ღვინო იქნებოდა”. - წერს ავტორი. 

გარდა ქართულისა, სტატიაში შეხვდებით კალიფორნიულ, ტოსკანურ, ავსტრიულ და ბერძნულ ღვინოებს. Apothic Californian Red Blend - ავტორს ჟოლოს ჯემიან შოკოლადის ფილას აგონებს და აღნიშნავს, რომ სასიამოვნო, რბილი არომატებით გამოირჩევა. Graffigna Genuine Collection Reserve Malbec კი ინტენსიური, თუმცა ელეგანტური სტილით ხასიათდება. რძიანი შოკოლადის, დაფქვილი შავი პილპილის არომატებითა და ხავერდოვანი, ზომიერი ტანინის დონით. როგორც ის წერს, განსაკუთრებით უხდება წვიმიან დღეებს.

Alpha Estate Strofi Pinot Noir - ბერძნული ღვინოები ბოლო წლებია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ პინო ნუარში კი წითელი მოცხარის, ალუბლის, ცხარე ქლიავის, ჩაშუშული მარწყვისა და კარამელის არომატებს იგრძნობთ.  

Villa Antinori Toscana-ს გასინჯვისას კაკაოსა და შავ პილპილს აუცილებლად იგრძნობთ, Altano Rewilding Edition კი პორტუგალიური ღვინოა, რომელიც დუროს ხეობის გამოჩენილი ღვინოების შესანიშნავი მაგალითია. 

ბოლოს კი M&S Found Zweigelt Austria-ს გვთავაზობენ სტატიაში, რომელიც 10 ევრომდე ღირს და მომწიფებული, წითელი არომატებით, ტყის ხილისა და ძირტკბილად არომატებით ხასიათდება. მას ძალიან უხდება წითელი ხორცი ან ლაზანია. სტატიას სრულად Evening Standard-ის გვერდზე შეგიძლიათ გადახედოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული