Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პრინც უილიამის ქორწინების აღსანიშნავად ვისკი გამოუშვეს

შოტლანდიაში ოდითგან არსებობდა ტრადიცია – ბავშვის დაბადებისას მშობლები ვისკის კასრში ასხამდნენ და მის ქორწილამდე აძველებდნენ. წლების შემდეგ კი, ქორწილის წინ, ნეფისა და დედოფლის კუთვნილი კასრებიდან აღებულ ვისკის ერთმანეთში ურევდნენ და ასე მიიღებოდა ე.წ. ,,საქორწინო ვისკი”.

ეს ტრადიცია ახლა უკვე დავიწყებას მიეცა, მხოლოდ ძალიან მდიდარი ოჯახები თუ აძლევენ თავს იმის საშუალებას, რომ შეიძინონ სიძისა და პატარძლის დაბადების წლის მიხედვით დათარიღებული ვისკები, შეურიონ ერთმანეთს და ასე დაამზადონ საქორწინო სასმელი.

სწორედ ასეთი სასმლის დამზადება დაევალა ბრიტანეთში, ნორფოლკის საგრაფოში მდებარე ვისკის კომპანია English Whisky Company –ს, სიძე და პატარძალი კი არც მეტი, არც ნაკლები, თვით პრინცი უილიამი და მისი რჩეული – ქეით მიდლტონი არიან. ბრიტანელები დიდი ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით ელიან მათ ქორწილს, ამ მოვლენასთან დაკავშირებული ყველა დეტალი აქტიურად განიხილება პრესასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. სპეციალურად ჩამოსხმული, სამეფო, საქორწინო ვისკის დაგემოვნება, რა თქმა უნდა,  ყველას როდი შეეძლება – სასმელი განსაზღვრული რაოდენობით გამოვიდა ბაზარზე, 700 მლ მოცულობის ვისკი 70 გირვანქა სტერლინგი ეღირება და კომპანიამ მისი გაყიდვა ონლაინ, ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით,  უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ English Whisky Company –ს ვისკი ერთადერთი სამეფო სასმელი არ იქნება. შარშან ზაფხულში, ფრანგულმა კომპანია Pernod Ricard –მა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის პატივსაცემად ვისკი 62 Gun Salute გამოუშვა. ეს არის დედოფლის კორონაციის აღსანიშნავად ჩამოსხმული ვისკი – Royal Salute –ს  ხაზის ახალი პროდუქტი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული