Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინოების დეგუსტაცია ამსტერდამში

რამდენიმე დღის წინ ამსტერდამში გამართულ ქართული ღვინოების დეგუსტაციას ადგილობრივი სომელიეები, ჟურნალისტები და ღვინის მწერლები დაესწრნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჰოლანდიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის პერსპექტიულია. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან Saperavi Wine Agency, რომელსაც ჰოლანდიაში გააქვს ქართული ღვინო და ქართული ღვინის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა.

ამსტერდამში გამართულ დეგუსტაციაზე გადაწყდა, რომ  2017 წლის სექტემბერში საქართველოს ჰოლანდიელი სომელიეთა გილდიის მიერ შერჩეული ღვინის პროფესიონალების ჯგუფი ეწვევა.  აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ჰოლანდიის სომელიეთა გილდიასთან, რომელიც ქართული ღვინითაა დაინტერესებული. მათ სურთ შეისწავლონ საქართველოს ღვინისა და გასტრონომიული კულტურა, რათა შემდეგ მომხმარებელს კომპეტენტურად შესთავაზონ.

ამსტერდამში გამართულ დეგუსტაციაზე ჰოლანდიელმა ღვინის პროფესიონალებმა დააგემოვნეს ქართული კომპანიების 12 სახეობის ღვინო: „გოცას ღვინოები“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ბაგრატიონი 1882“, „კონჭო და კომპანია“, „თბილღვინო“. დეგუსტაციაზე ღვინისა და კერძის შეხამების შედეგად, ჰოლანდიელმა სომელიეებმა გამარჯვებული წყვილიც დაასახელეს: გარეული ბატი და 2014 წლის „ქვევრის საფერავი სატრაპეზო“ (თელავის ღვინის მარანი).

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.