Home
ქართული | English
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რაჭა–ლეჩხუმში რთველი დაიწყო

რთველი საქართველოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ღვინის რეგიონში, რაჭა–ლეჩხუმშიც დაიწყო.

როგორც ცნობილია, რაჭაში ძირითადი დატვირთვა ნახევრადტკბილი ღვინის, „ხვანჭკარის“ დამზადებაზე მოდის (ჯიშები: ალექსანდროული და მუჯურეთული), თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ჯიშების წილიც, როგორიცაა ძელშავი, ცოლიკოური და წულუკიძის თეთრა.

ლეჩხუმში უმთავრესად ტვიშის ზონაზეა ყურადღება გამახვილებული (ჯიში: ცოლიკოური), თუმცა ორბელური ოჯალეშის და უსახელოურის რთველზეც დიდწილადაა დამოკიდებული ადგილობრივი ეკონომიკა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად გადამუშავებულია 257 075 კგ ყურძენი, მათ შორის, „სახვანჭკარე“ ჯიშები ალექსანდროული და მუჯურეთული - 255 323 კგ. გადამუშავებულია ასევე ძელშავის ჯიშის ყურძენი - 1752 კგ.

ამ ეტაპისთვის ამბროლაურის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 20 ღვინის კომპანია, მათ შორის, 1 სახელმწიფო კომპანია, დანარჩენი კერძო კომპანიები.

საწყის ეტაპზე გახსნილია 6 მიმღები პუნქტი - 3 ქალაქ ამბროლაურში და 3 სოფლებში: ჭრებალო, ბუგეული და ხვანჭკარა. რთველის პროცესში განსაზღვრულია ჩაბარების  საათები - 10:00 საათიდან 18:00 სათამდე.  

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:

 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში: მუჯურეთული / ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული