Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სოსისი ცომში

საჭირო მასალა: ცომისათვის – 200 მლ რძე, 2 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. მშრალი საფუარი, 1 ჩ.კ. მარილი, 20 გრამი ზეთი, 300 გ ფქვილი. გულსართისათვის – 8 ცალი სოსისი. ზემოდან წასასმელად – 1 კვერცხი, 1 ს.კ. რძე ან ნაღები. მოსართავად – 1/3 ჭიქა გახეხილი პარმეზანი.

მომზადება: ჩვეულებრივი წესით მოვამზადოთ საფუვრიანი ცომი: მშრალი საფუარი ავურიოთ ფქვილში, თბილ რძეში გავხსნათ შაქარი, მარილი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ. აფუებული ცომი დავყოთ 8 ნაწილად და გავაკეთოთ ბურთულები. თითოეული ბურთულა გავაბრტყელოთ და შიგ გადავახვიოთ სოსისი. სოსისები ჩავჭრათ დაახლოებით 7 ადგილას ისე, რომ ცომი ბოლომდე არ გაიჭრას. შემდეგ ჭადრაკულად გადმოვკეცოთ ყოველი მეორე ჩანაჭერი, გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე დაფენილ საცხობ ქაღალდზე, წავუსვათ რძიანი კვერცხი, მოვაყაროთ პარმეზანი და გახურებულ ღუმელში 20 წუთით შევდგათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული