Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ოქრო ღვინო“ – „ღვინის კლუბის“ მორიგი არჩევანი

„ღვინის კლუბი“ და რესტორანი Hadson&Hooker აგრძელებს საზოგადოებისთვის მცირე მარნების ღვინოების წარდგენას. როგორც იცით, პროდუქცია „ღვინის კლუბის“ რეკომენდაციით შეირჩევა, რის გამოც აქციას ღვინის კლუბის“ არჩევანი ეწოდება.

გასულ კვირას, ხუთშაბათს, 19 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე H&H ში „ღვინის კლუბმა“ თავისი მორიგი რჩეული წარადგინა, მწარმოებელი - შპს "ოქროჯგუფი" და მისი ღვინოები:
1. ოქროღვინო "რქაწითელი" – კახური, თეთრი, მშრალი ღვინო, სიღნაღის რაიონის სოფ. ბოდბისხევიდან.
2. ოქროღვინო "საფერავი" – კახური, წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო, სიღნაღის რ-ნი სოფ. ტიბაანიდან. ღვინო დამზადებულია ე.წ. გვიანი მოსავლის ტექნოლოგიით, ვაზზე დაჩამიჩებული ყურძნისაგან, გამოირჩევა ყურძნის ჩამიჩის სასიამოვნო არომატით და ხავერდოვანი გემოთი.
სულ მალე, ეს ღვინოები წარმოდგენილი იქნება ოთხ თბილისურ რესტორანში: Hadson&Hooker (ბელიაშვილის ქუჩა), ირლანდიური პაბი „დუბლინი“ (ახვლედიანის ქ. 8), ბრიტანული პაბი OLD LONDON (ახვლედიანის ქ. 6) და ამერიკული პაბი „ბუფალო ბილი“ (ახვლედიანის ქ.16).
 
© ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.