Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ტურიზმი ბირმაში

ბირმულ ვენახში - Aythaya გაიხსნა პატარა მაღაზია-სასტუმრო რესტორნითა და აუზით. სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ღვინის დაყენების პროცესში და, რა თქმა უნდა, გასინჯონ ადგილობრივი ღვინოები.

Aythaya პირველი ბირმული ვენახია. ის 1997 წელს დაარსდა. ვენახის დამაარსებელს, გერმანელ მეღვინე ბერტ მორსბახს სურდა, მიანმაში საუკეთესო ევროპული ხარისხის ღვინოები ეწარმოებინა. ტროპიკებში ვაზის მოყვანა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ მორსბახმა, როგორც ამბობენ, წარმატებას მიაღწია: დაუჯერებელია, მაგრამ 2004 წელს სპეციალისტებმა მართლაც აღნიშნეს, რომ Aythaya Red-ი არაფრით არ ჩამოუვარდება ტოსკანურ ღვინოებს (!!!).
დღესდღეობით ვენახში უამრავი ტურისტი მიდის ეკზოტიკური ბირმული ღვინის გასასინჯად.
 
 vinoge.com

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული