გასულ კვირას UNWTO-ს ( მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის) მე-6 გლობალურ კონფერენციაზე ღვინის ტურიზმის შესახებ 30-მდე მომხსენებელმა ისაუბრა, რომელთა ძირითადადი თემა მდგრადობისა და კომუნიკაციების ინოვაციები იყო. ღონისძიებას 300-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
გახსნისას მოხსენება წაიკითხა OIV-ის (International Organization of vine and Wine) გენერალურმა დირექტორმა: “ღვინის ტურიზმს, როგორც დიდი გავლენის მატარებელ სექტორს, ძალიან დიდი როლი უჭირავს ყველა ქვეყნის ეკონომიკაში. მნიშვნელოვანია მიმდინარე ციფრული გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ძალიან ბევრს შეცვლის ღვინის ინდუსტრიაში”.
სანდრა კარვაომ, UNWTO-ს ბაზრისა და მარკეტინგული მიმართულების ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ მიზნებზე, რომლებიც ნახშირბადის შემცირებას, რეგენერაციული მეურნეობის პრაქტიკის გამოყენებასა და მინის ბოთლების ალტერნატიულ შეფუთვას მოიცავს. UK’s Winerist-იდან კი მარტინ ჰოუკმა განმარტა, რომ პანდემისას რაღაც-რაღაცები შეიცვალა: “პანდემიის პერიოდში ჯავშნებისას ჩვენი მომხმარებლისგან უფრო მეტი ნდობა მოვიპოვეთ, რადგან მათ ხშირად უწევდათ გაუწმება ან ხელახლა დაჯავშნა”.
UNWTO-ს კონფერენციაზე საქართველოზეც ისაუბრეს: “რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, რომ უკეთესი ტექნოლოგიების საჭიროება დგას ღვინის სფეროში და სასიამოვნოა იმის გაგება, რომ საქართველო, ბულგარეთი და საბერძნეთი ამ ახალ ტექნოლოგიურ წინსვლას მიჰყვნენ” - განაცხადა ჰოუკმა.
ღონისძიებაზე WineTourism.com-ის ხელმძღვალენმა მდგრადი ღვინის ტურიზმის ძირითადი მამოძრავებელი საშუალებებზე გაამახვილა ყურადღება: “სტუმართა კმაყოფილების გაზრდა, ქვეყნის ნდობისა და რეპუტაციის აღმშენებლობა, “გაიდლაინების”, ინფრასტრუქტურისა და მეტი სწორი ინფორმაფციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის წინსვლისთვის” - განაცხადა მან.
2022 წლის გლობალური კონფერენცია ღვინის ტურიზმის შესახებ ალბაში, იტალიაში 19-21 სექტემბერს გაიმართა. სტატის სრულად კი Harpers-ის გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი