საჭირო მასალა: 30 გ ქიშმიში, 1 ს.კ. ქინძის თესლი, 1 ს.კ. კამის თესლი, 12 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი, 50 გ შავი ზეთისხილი, 1 ს.კ. პილპილის მარცვლები, 4 კბილი ნიორი, 4 ცალი დაფნის ფოთოლი, 250 მლ ზეითუნის ზეთი, 250 გ ახალი სტაფილო, მწიკვი ზაფრანა, 250 გ ყვავილოვანი კომბოსტო, მარილი, შაქარი – გემოვნებით.
მომზადება: ქიშმიში მდუღარე წყალში დავალბოთ. ქინძისა და კამის თესლი ტაფაზე მოვხალოთ. ქიშმიში გადავწუროთ. ქინძისა და კამის თესლს დავასხათ ძმარი და ზეთი, დავაყაროთ მარილი, ქიშმიში, ზაფრანა და ადუღებამდე მივიყვანოთ. სტაფილო გავასუფთავოთ, მოვაჭრათ მწვანე ნაწილი და მდუღარე მარილიან წყალში 3-4 წუთი ვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ. ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ პატარა ყვავილედებად, ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში და ვხარშოთ 4-5 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. ბოსტნეულს დავასხათ მარინადი და 3-4 საათი გავაჩეროთ. ასე მომზადებული ბოსტნეული მაცივარში შეგვიძლია 4-5 დღის განმავლობაში შევინახოთ.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი