Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მომავლის ღვინო - ინტერვიუ გაბრიელ მენაბდესთან (3)

ჩვენი ახალი რუბრიკის, "მომავლის ღვინოს" ფარგლებში ახალგაზრდა სომელიეს, გაბრიელ მენაბდეს ვესაუბრეთ, რომელიც 2015 წლიდან ღვინის სფეროში მუშაობს. მისთვის მთავარი განვითარებაზე კონცენტრაციაა, განვითარება კი, როგორც თავად ამბობს, მუდმივი სწავლაა. 

- გვიამბეთ თქვენს შესახებ

- მე ვარ გაბრიელ მენაბდე, 25 წლის, ამ დროისთვის ვარ “შატო ბუერას “ სომელიე, ზოგადად მეღვინეობაში 2015 წლიდან ჩავერთე,. მას შემდეგ, რაც პირველად ვიმუშავე ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში, საინტერესო გამოცდილება იყო.
2016 წლიდან 2021 წლამდე ვსწავლობდი აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობა მეღვინეობის ფაკულტეტზე. პარალელურად 2016 წლიდან ვმუშაობდი, როგორც სერვისის სფეროში სომელიე კონსულტანტად ასევე სხვა და სხვა მარნებში დამხმარე მეღვინედ.
- რატომ და როდიდან დაინტერესდით ღვინის სფეროთი?
- რამდენიმე მიზეზს ვიტყოდი: ერთი, რომ იმერეთში მაქვს ულამაზესი სოფელი, სადაც ყოველ წელს გვქონდა ოჯახური რთველი. ჩემდა უნებურად ყოველ წელს ვაყენებდით ღვინოს , მაშინ არც ღვინის დალევა მომწონდა, არც მეღვინეობაზე ვფიქრობდი, არც კი ვიცოდი პროფესია თუ იყო. როცდესაც აბიტურიენტი გავხდი უნდა ამერჩია ან სწავლა ან სპორტი, სწავლისკენ გადავიხარე, რადგან სპორტში ნიჭიერი არ ვყოფილვარ, მომავალი პროფესიის არჩევას კი მარტივად მივუდექი, მაშინ უკვე საკმაოდ ცნობილი იყო აგრარულის მეღვინეობა და მეც ჩავაბარე, მას მერე აქტიურად ვარ ამ სფეროში.
- რა იყო თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება შატოში მუშაობის განმავლობაში?
- ჩემთვის სასიამოვნო გამოცდილების შეძენა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, აი , რომ იტყვიან სამსახური მაშინ არის კარგი თუ იმას აკეთებ რაც გიყვარსო, ზუსტად ასეა ჩემს შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გამიმართლა, როცა შატოში მოვხვდი, ერთია შენი საქმე გიყვარდეს, მეორე და მთავარია დაგხვდეს შესაბამისი გარემო, ამ მხრივ შატო ბუერა განსაკუთრებულია იმ ადგილებს შორის სადაც მიმუშავია. რაც შეეხება კონკრეუტულ სასიამოვნო გამოცილებას, ასე ერთს ვერ გამოვყოფდი, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს ეს ის მომენტია, როცა ვხვდები, რომ სტუმარმა ჩემგან თუმდაც 1 ახალი რამ გაიგო მეღვინეობაზე. როცა მეუბნებიან , რომ ძალიან საინტერესო და ახალი რაღაცები გავიგეთ მაშინ მგონია რომ ჩემი საქმე კარგად გავაკეთე.
- რომელ და რა ტიპის ღვინოებს გამოარჩევდით?
- რთულია ქართველმა გამოარჩიო არაქართული სტილის ღვინო,
ზოგადად მიყვარს ისტორია და ღვინოშიც ყოველთვის მის ისტორიას ვეძებ ხოლმე, ასევე ძალიან მომწონს ექსპერიმენტალური ღვინოები: ერთი ჯიშისგან რამდენიმე ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო.  თუ დავკონკრეტდები აუცილებლად გამოვარჩევდი რქაწითელს, რომელიც ალბათ ქართული მეღვინოების მეფედ უნდა იწოდებოდეს, როგორც მისი ისტორით ასევე მის მიერ მოცემული ღვინითაც. ვფიქრობ უმაღლეს ხარისხს იძლევა როგორც ჭაჭაზე დაყენებული ისე კლასიკურიც და აი, რომ ამბობენ, თეთრ ღვინოს იშვიათად ჰქონდეს დავარგების პოტენციალიო, ჩემი აზრით, რქაწითელი სწორედაც რომ ის იშვიათობაა. და ბოლოს, გამოვარჩევდი ქართლს, რომელიც ძალიან მაინტერესებს და მინდა კარგად შევისწავლო მისი მეღვინეობა, პირადი ინტერესიც მაქვს, რადგან საგურამოში მაქვს სახლი, სადაც აუცილებლად გავაკეთებ მარანს. ქართლს კი, როგორც მეღვინეობის შედარებით ახალ სივრცეს, ვფიქრობ, რომ უდიდესი პოტენციალი აქვს (პროფესიონალებიც ამას ამბობენ). 

- რას აქცევენ ყველაზე დიდ ყურადღებას სტუმრები, როდესაც ღვინოს ირჩევენ?
- ისეთი სტუმრისთვის, რომელმაც არ იცის როგორი სტილის ღვინო უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად გააცნობ გარკვეული ტიპის ღვინოს,  შესაბამისად ყველაზე დიდი ყურადღება იმას ეთმობა სტუმრის მხრიდან, თუ რას იტყვი შენ (სომელიე), ამიტომ არის მნიშვმნელოვანი სომელიეს შეეძლოს კარგი კომუნიკაცია და მინიმუმ თავის ღვინო იცოდეს დეტალურად.
- ღვინის სფეროში მოხვედრის შემდეგ ყველაზე დიდ რა სირთულეს შეხვედრილხართ?
- კონკრეტული სირთულე, რომელსაც ადამიანი ვერ გადალახავს, ვფიქრობ, რომ ვერ შეიძლება არსებობდეს. ყველაზე რთული ალბათ ის არის, როდესაც სწავლაში მოტივაციის დაკარგვას გრძნობ, ჩემი დაკვირვებით ეს ძირითადად სტუდენტობისას ხდება ხოლმე. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი ეს პრობლემა როგორ გვარდება, ალბათ სწავლების სიტემები უნდა შეიცვალოს.
- რა მოგწონთ და რას შეცვლიდით ქართული ღვინის ინდუსტრიასა და წარმოებაში?
- ზოგადად ადამიანებს როცა ვაკვირდები უფრო უყვართ მეტი უარყოფითის თქმა ვიდრე დადებითის, ვფიქრობ, ამის უფლება ადამიანს კომპეტენციის და გამოცდილების მიხედვით ეძლევა, მე ჯერ ამ სფეროში ისეთი არაფერი გამიკეთებია რაც მომცემს უფლებას რაიმე დავიწუნო და ვინმეს რჩევა მივცე, მაგრამ თუ უბრალოდ სურვილს ვიტყვი იმას ვისურვებდი, რომ არ დავჯერდეთ რაიმე შედეგს და ყოვეთვის განვითარებაზე ვიფიქროთ, განვითარება კი ჩემი აზრით მხოლოდ და მხოლოდ სწავლაა.

რუბრიკის სპონსორია "თბილღვინო"

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული