Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროპის 12 ტოპ მეღვინეობა - Decanter

მოამზადა ელენე ცინცაძემ

2 წლიანი შეფერხების შემდეგ ამ ზაფხულს, როგორც იქნა, ევროპული ტურიზმი აღდგა. მარნებიც უფრო მეტ ტურსა და დეგუსტაციას სთავაზობენ ღვინის მოყვარულებს. სექტემბრის ნომერში “დეკანტერი”  ევროპის 12 განსაკუთრებულ მარანს გამოარჩევს, რათა მკითხველს არჩევანი გაუმარტივოს და სამომავლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებების დაგროვებაშიც დაეხმაროს. აქ შეხვდებით ფრანგულ, ესპანურ, პორტუგალიურ, იტალიურ და გერმანულ მეღვინეობებს, სადაც ნამდვილად ღირს სტუმრობა. 

Champagne Pommery, Champagne

ეს უზარმაზარი მამული Reims-ის ქალაქის ცენტრთანაა, რკინიგზის სადგურიდან 30 წუთის სავალ გზაზე. პარიზიდან ერთდღიანი ვიზიტითაც შეგიძლიათ მისი მონახულება, მატარებლით 45 წუთში ესტუმრებით საწარმოს. თუ ღვინით იმდენად აღფრთოვანებული არ ხართ, აქ art deco villa Demoiselle-ს შენობას ნახავთ, სადაც ბევრი საინტერესო ნამუშევრის დათვალიერებას შეძლებთ. მიწის ქვემოთ 30მ-ით კი Pommery-ს ცნობილ crayères-საც ნახავთ (ძველი ცარცის “გამოქვაბულებს”). სივრცე ყოველდღე ღიაა და იქ შესვლას 24 ევროდ მოახერხებთ. 

Champagne Legrand-Latour, Champagne

ეპერნეის ჩრდილო-დასავლეთით, Fleury-la-Rivière-ში  უნიკალურ ტერუარებს აღმოაჩენთ, რომლებზეც ყველა ლაპრაკობს. Cave aux Coquillages (“ზღვის ნიჟარების მარანში”) 300-მდე პრეისტორიული ნიჟარაა შენახული, ზოგი მათგანი ძალიან დიდია, 45 მლნ. წლის წინანდელი, როცა საფრანგეთი ჯერ კიდევ ტროპიკული სანაპირო იყო. მათ, ვისაც უფრო აინტერესებთ და თავად უნდათ ნიჟარების აღმოჩენა, შეუძლიათ დიდი ქვებისგან მოლუსკებისა და ნიჟარების გამორჩევა, რაც საკმაოდ სახალისო სამუშაოა. ამის შემდეგ კი საღამოს ღვინო უნდა დააგემოვნოთ და ისიამოვნოთ. 

Domaine du Lycée Viticole de Beaune, Burgundy
ღვინის სკოლა Beune-ში სტუდენტებს მეღვინეობა მევენახეობის საფუძვლების სწავლას სთავაზობს. ‘La Viti’, როგორც ადგილობრივები ეძახიან, ნახევარი კილომეტრის მოშორებითაა Beaune-ს premier cru ვენახებისგან. რაც ამ ადგილს გამოარჩევს ის არის, რომ სტუმარი მხოლოდ ამ ვაზებს კი არ მოინახულებს, არამედ შეუძლია 10კმ-იან ბილიკზე 6 სხვადასხვა გეოგრაფიული მახასითებლის უნიკალური ადგილი მოინახულოს, რასაც ფრანგები Climat-ს ეძახიან.  გახსოვდეთ, Côte de Beaune-ს ფერდობებზე საკმაოდ რთული სასიარულოა.

Domaine Laroche, Chablis
თუ ფიქრობთ, რომ ლაშქრობა დაგღლით, მაშინ Domaine Laroche-ს ესტუმრეთ. აქ, Obédiencerie მონასტრის გარშემო, ქალაქის ცენტრში გემრიელი კერძების მირთმევასა და სხვადასხვა ღვინის 
გასინჯვას შეძლებთ. დაათვალიერებთ Chablis Cru-ს ვენახებს ელექტრონული ველოსიპედით, სამხრეთისკენ მიმავალ ფერდობებზე კი ცოტას დაისვენებთ კიდეც. ველოსიპედის ტურები და ღვინის დეგუსტაცია 70 ევრომდე დაგიჯდებათ.

Hameau Duboeuf, Beaujolais
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ღვინის თემატიკის სტუმრობები ბავშვებს არ აინტერესებთ. ამიტომ ვისაც ბავშვი ჰყავს ხშირად ამჯობინებენ ხოლმე სწორედ ამ მამულში სტუმრობას. აქ ბაღები აპრილიდან სექმტემბრამდე ღიაა და სასიერნოდ ან საპიკნიკედ არაჩვეულებრივი ადგილებია. ბავშვებს ველოსიპედის ტარება და გოლფის თამაშიც შეეძლებათ.

Château Smith Haut Lafitte, Bordeaux
Pessac-Léognan-ის ქონებამ წლების განმავლობაში მრავალი ტურისტული ჯილდო აქვს მოგებული. აქ უფრო მდიდრულად დაისვენებთ, მოინახულებთ შატოს, გასინჯავთ სხვადასხვა ბორდოს ღვინოებს. ხუთვარსკვლავიან სასტუმროს მიშლენის რესტორანი და სპა აქვს. 

Château L’Hospitalet, Narbonne 
საფრანგეთის სამხრეთი მდიდარი ღვინის რეგიონებითა და ტურისტული სივრცეებით არ გამოირჩევა. თუმცა ყოფილი მორაგბე ჟერარდ ბერტრანის 1000 ჰექტარის მამული la Clape-ში ნამდვილად გამონაკლისია. აქ არის უამრავი საინტერესო ტურის ვარიანტი, რომელთაგან გამორჩეული მაინც ღვინის ტური და დეგუსტაციაა. შატოში დარჩენას თუ გადაწყვეტთ, ღვინის საწარმოს გვერდზე რესტორანში ჯაზის ფესტივალზე დასწრებასაც შეძლებთ, რომელიც ყოველ ივლისს ტარდება. 

Castello di Volpaia, Chianti Classico

აქ მე-12 საუკუნის ღვინის სარდაფებს ნახავთ, რესტორანსა და თონეს. ასე რომ, აქ გასეირნება წარსულში ხეტიალს ჰგავს და ისიამოვნებს ყველა, კულინარიც, ღვინის მოყვარულიცა და ისტორიკოსიც. 

Bodegas Muga, Rioja
ესპანეთის ჩრდილოეთით Bodegas Muga არის რიოხას ხუთ ვარსკვლავიან ღვინის მწარმოებლებს შორის ერთ-ერთი. როგორც La Rioja Alta, López de Heredia და Roda, ესეც შესანიშნავი ადგილია ღვინის მოყვარულთათვის დღის გასატარებლად.

Bodegas Monje, Tenerife
კანარის კუნძულებზე Bodegas Monje ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღვინი და კერძები საინტერესო იყოს. თუ ოდესმე ამ ვულკანურ კუნძულზე მოხვდებით, ის აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქ შესანიშნავი ლანჩები და ღვინის დეგუსტაციებია. შეგიძლიათ ადგილობრივი mojo-ს სოუსების დამზადებაც ისწავლოთ. მოაწყოთ ღამის პიკნიკი და ყველაზე უცნაური, წყალქვეშა დეგუსტაცია. 

Quinta do Vallado, Douro
აქაურობა ღვინის სამყაროს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, ამიტომ არა ღვინის მოყვარულებიც სიამოვნებით გაატარებენ დროს. Regua-ს, Quinta do Vallado-ს სასტუმროში უამრავი აქტივობით გახალისდებით, ვენახებში კი სასეირნო ბილიკებით ბევრ ახალ ვაზის ჯიშს აღმოაჩენთ.

Kloster Eberbach, Rheingau
აქ გერმანული რისლინგისა და შონ კონერის თაყვანისმცემლების ადგილია. 900 წლის სააბატო უმბერტო ეკოში “ვარდის სახელის” ფილმის სცენებია გადაღებული. აქ გაქვთ შესაძლებლობა მონასტერში გაისეირნოთ, რომელშიც გრიგორიანულ გალობას მოისმენთ. როგორც ვკითხულობთ, აქაურობა მთელი წლის განმავლობაში ღიაა და ტურზე წასვლას 35 ევროდან შეძლებთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული