გამოქვეყნებულია: 6 მაისი, 2012 - 15:44
სხვა მეგავარსკვლავების მსგავსად (დრიუ ბერიმორი, ანტონიო ბანდერასი, Kiss, AC/DC), მსახიობმა ჯორჯ კლუნიმაც გადაწყვიტა ალკოჰოლური სასმელის გამოშვება. ის სინდი კროუფორდის მეუღლესთან თანამშრომლობით აპირებს ჩამოასხას ტეკილა, რომლის სახელწოდებაც Casamigos იქნება. ჯორჯის თქმით, ტეკილა სწორედ ის სასმელია, რომლითაც მეხიკოში ვიზიტისას არაერთხელ აღცატებულა. როგორც აღინიშნა, ტეკილა Casamigos-ი ფასით საშუალო ამერიკელისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ჯერჯრობით ცნობილი არ არის როდის გამოვა კონკრეტულად გაყიდვაში ჯორჯ კლუნის სასმელი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი