Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კატეგორიები ახალი წლის სუფრაზე

კიდევ ერთი საკმაოდ რთული წლის შემდეგ ყველას უნდა საახალწლო სუფრას გემრიელ კერძებთან შესაბამისი არომატული და ხარისხიანი ღვინო ამშვენებდეს. რომელი და რა კატეგორიის ღვინოა საუკეთესო არჩევანი საახალწლოდ, ამაზე Vin Yang-ზე წერენ და მკითხველს კერძებთან შესაბამისი სტილის ღვინოებს აცნობენ. 

შამპანური 

თუ დღესასწაულებზე ვსაუბრობთ და თანაც, განსაკუთრებით, ახალი წლის ვახშამზე, მაშინ უდავოდ უნდა ითქვას, რომ ამ დღეს მთელი მსოფლიო ცქრიალა ღვინით აღნიშნავს, თუმცა სხვადასხვა ტიპის შამპანური არსებობს. მაგალითად, Vintage Champagne ძირითადად შარდონესგან, პინო ნუარისგან და პინო მონიესგან იწარმოება. ახასიათებს ძლიერი თხილის, კარაქის, ნაღებისა და პურის არომატები. მასში ნაკლებად იგრძნობთ ხილის არომატებს, ვიდრე არავინტაჟურ შამპანურში, თუმცა მაინც იგრძნობა ატმის, ნუშისა და ციტრუსის ნოტები. 

Champagne Rosé - ეს არის მშრალი და შედარებით მაღალმჟავიანი ცქრიალა ღვინო. ვინტაჟურის მსგავსად, მასაც სამი ზემოთჩამოთვლილი ვაზის ჯიშებით აყენებენ. უფრო მეტად ახასიათებს მარწყვისა და ჟოლოს არომატები.

Champagne Blanc - ეს მშრალი ღვინო მხოლოდ შარდონეს ყურძნისგან იწურება. ახასიათებს მაღალი მჟავიანობა. მარციპანის, ლიმონის და ვაშლის სურნელებასთან ერთად კი მინერალური არომატები. 

Blanc de Noirs - აგრეთვე მშრალი ცქრიალა ღვინოა ხილის და ყვავილოვანი სურნელებით. იწარმოება საფრანგეთში, მის დასაყენებლად კი მხოლოდ პინო ნუარსა და პინო მონიეს იყენებენ. მასში იგრძნობთ ციტრუსის, ატმისა და ნუშის ტონებს. Champagne Blanc-ის მსგავსად არის ძალიან მაღალმჟავიანი და ნაკლებად ტანიანი.  შამპანური ძალიან უხდება მოლუსკებსა და ზღვის პროსუქტებს, “ჩიფსებსა” და ხემსს, თევზს და ასევე დესერტებსაც, თუ კი ტკბილ შამპანურს მიირთმევთ.

პროსეკო და კავა

ბევრი ადამიანი საახალწლო დღესასწაულს ფრანგული კანაპეთი (Canapés)  და ხემსით იწყებს. პროსეკო მასთან მისართმევად იდეალური ვარიანტია. ეს იტალიური ღვინო უფრო უხდება ოდნავ ცხარე კანაპეებსა და კერძებს, ვიდრე, მაგალითად შამპანური. თუმცა ესპანური Cava ან Bland de Blanc შესანიშნავი კომბინაციაა შემწვარ საჭმელებთან მისაყოლებლად. 

პროსეკო ვენეტოში იწარმოება და აქვს მწვანე ვაშლის, მსხლის, გარგრისა და ნაღების არომატები, არის საკმაოდ მაღალმჟავიანი და ტკბილი. Cava ესპანური მშრალი ცქრიალაა. მისი მეთოდი შამპანურის მსგავსია, თუმცა საწარმოებლად განსხვავებულ ყურძენს იყენებენ (Parellada, Red Garnacha, Subirat Parent, Trepat). ახასიათებს ატმის, ყვითელი ვაშლის, ნუშის, მსხლისა და ფორთოხლის სურნელება. 

ქართულ სუფრაზე თუ სალათი და ხიზილალა გაქვთ, მაშინ მასთან ერთად ციცქადან და სხვა ქართული ჯიშებიდან დაყენებული ცქრიალა ღვინოები უნდა მიირთვათ, ჩინებული, რქაწითელი, მწვანე კახური ღვინო. პრასის მხალს მაღალმჟავიანი ღვინოები უხდება, მაგალითად ცოლიკოური და კახური ქვევრის ქარვისფერი ღვინო (ქისი). თუ სუფრაზე ცივად მუხარშული ბურვაკია, მასთან ერთად თხელი წითელი ღვინო უნდა მიირთვათ - თავკვერი, ძელშავი, ოჯალეში, ალადასტური. ხაჭაპურს თეთრი უხდება, ინდაურის საცივს ქვევრის ღვინოები. 

საბოლოოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სადღესასწაულო კერძებთან გადამწყვეტიც კია შესაბამისი ღვინო სუფრაზე, ქართული ღვინისა და ტრადიციული საახალწლო კერძების სხვადასხვა შეხამებას კი  ჩვენს სტატიაში წაიკითხავთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული