Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა-მევენახეობის მიღწევები და პერსპექტივები

სიახლეები საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში

ქეთი ადეიშვილი

13 დეკემბერს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობისა და მევენახეობის ინსტიტუტის ორგანიზებით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც ძირითადად დარგის სპეციალისტები, მეცნიერ-თანამშრომლები, კომპანიების წარმომადგენლები და ამ სფეროთი დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს აგრარული უნივერსიტეტის განახლებული შენობა დაათვალიერებინეს. ყურადღება მიიქცია საუკეთესოდ აღჭურვილმა ლაბორატორიებმა და სამეცნიერო კლუბმა, სადაც სტუდენტებს და მეცნიერებს საუკეთესო პირობები აქვთ შექმნილი სამუშაოდ.

კონფერენციაზე შესავალი სიტყვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა ბენდუქიძემ წარმოთქვა. როგორც მან აღნიშნა, მეღვინეობა-მევენახეობა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული დარგია საქართველოში, ამ სპეციალობას წელს 40-მდე სტუდენტი დაეუფლება და ეს კონფერენცია კარგი საშუალებაა მათთვის გაეცნონ დარგის სპეციალისტებს და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებს. მან აღნიშნა, რომ წელს მთავრდება ამპელოგრაფიის შენობის აღდგენა, სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე თავადვე გააშენონ ვენახი, დააყენონ ღვინო და დააკვირდნენ მის ჩამოყალიბებას. აქვე იქნება სადეგუსტაციო დარბაზებიც. ამპელოგრაფიის შენობის გახსნა თებერვლის თვეში იგეგმება.

კონფერენციაზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის დირექტორმა, დავით ჩიჩუამ და სხვა მეცნიერებმა ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებასა და ღვინის დაყენების მეთოდების უნიკალობაზე ისაუბრეს. ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნება გარკვეულწილად ახსნილი იყო საქართველოში არსებული კლიმატის მრავალფეროვნებით, აგრეთვე, ითქვა, რომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ველური ვაზის შესწავლას.

საუბარი იყო იმაზეც, რომ დღეს ევროპაში, საფრანგეთში, სლოვენიაში, გერმანიაში, ხორვატიასა და ჩრდილოეთ იტალიაში 15-მდე მეღვინე სისტემატიურად აწარმოებს ღვინოს ქვევრში ტრადიციული ქართული მეთოდით. გაყიდული ღვინოების რაოდენობამ, 2012 წლისთვის 20 000 ბოთლს გადააჭარბა, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავს არა მხოლოდ მეწარმეების, არამედ მომხმარებელთა მხრიდანაც.

ანა გოდაბრელიძემ – უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამებისა და უნივერსიტეტის სადეგუსტაციო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა,

აკადემიური პროგრამებთან ერთად წარმოადგინა პროფესიული პროგრამებიც, კერძოდ – მევენახე-მეღვინისა და სომელიეს პროფესია.

როგორც მან განმარტა, მევენახე-მეღვინის პროგრამის ჩამოყალიბება წამყვან უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით მოხდა. ყველა წამყვანი ქვეყნების უნივერსიტეტის ეს საბაკალავრო საფეხური მოიცავს როგორც მეღვინეობას, აგრეთვე მევენახეობასაც, რადგან ისინი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული.

“მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველა ცნობილი უნივერსიტეტის პროგრამა შეგვესწავლა, რომ არ ჩამოვრჩენილიყავით თანამედროვე ტენდენციებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ სტუდენტს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდეს სწავლის გასაგრძელებლად, ჰქონდეს საბაზისო ცოდნა, რათა დაამთავროს მაგისტრატურა, ეს პრობლემა კი ნამდვილად არსებობს.” – განაცხადა მან.

როგორც ანა გოდაბრელიძემ თქვა, ახალ პროგრამაში განსაკუთრებული მნიშვნელობა პრაქტიკულ მუშაობას ენიჭება. სტუდენტებს მოემსახურებათ აისო სტანდარტის ლაბორატორია. აღნიშნულ ლაბორატორიაში მოხდება აგრეთვე ჩაისა და სხვა პროდუქტების ანალიზიც. იგეგმება ენოთეკის შექმნაც, სადაც სხვა ღვინოებთან ერთად სტუდენტების მიერ დაყებეული ღვინოებიც დავარგდება, რათა მათ შეძლონ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათზე დაკვირვების მოხდენა.

სომელიეების კურსი პირველი მარტიდან აიღებს სათავეს და მოიცავს სამ თვეს. პროფესიული, სადეგუსტაციო ნაწილი შეისწავლება სადეგუსტაციო ლაბორატორიაში, ხოლო კერძებისა და ღვინის შეხამებას კი სტუდენტები კულინარიულ აკადემიაში შეისწავლიან.

ტურისტულ სააგენტოებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ჩამოყალიბებულია კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც იმ ტურისტებზე იქნება გათვლილი, რომელთაც სხვადასხვა რეგიონის მონახულებისა და ღვინის დაგემოვნების საშუალოება აქ აქვთ. მათთვის ჩატარდება ორსაათიანი დეგუსტაცია. გარდა ამისა, იგეგმება 2-3 დღიანი პროგრამები უშუალოდ ქართველი მომხმარებლისთვის, ღვინის უკეთ გაცნობის მიზნით.

            ძალზე სინტერესო გამოდგა პროფესორ ია ფიფიას პრეზენტაცია. მან ისაუბრა აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევის შესახებ, რომელიც ეხება ქართულ ვაზსა და მის წარმოშობას.

კვლევას ახორციელებს აგრარული უნივერსიტეტის ფარგლებში არსებული  მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტი. ქალბატონმა იამ თავიდან მოკლედ მიმოიხილა მოლეკულური გენეტიკა, როგორც მეცნიერება და მისი როლი, შემდეგ კი უშუალოდ კლევას შეეხო. კვლევის მიზანს წარმოადგენს ქართული და მსოფლიო ვაზის ჯიშების გენეტიკური მრავალფეროვნებისა და კავშირების შესწავლა, ასევე ქართული ვაზის მნიშვნელობისა და როლის განსაზღვრა კულტურული ვაზის წარმოშობაში.

            განახლებული მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საპრეზენტაციო ღონისძიება აგრარული უნივერსიტეტის “კულინარიულ აკადემიაში” დასრულდა სადღესასწაულო მიღებით.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული