Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მუკუზანი, ენისელის ღვინოები, 2007

18.00 ლარი

2007 მუკუზნისთვის ერთ-ერთ საუკეთესო წლად მიაჩნია ზოგიერთ მეღვინეს. თანაც ამ მოსავლის ღვინოები ნელ-ნელ უახლოვდებიან თავიანთ პიკს. ასეა ეს ღვინოც, რომელშიც უკვე სიმწიფისა და სიძველის ტონები იგრძნობა, ეს კი პირველ რიგში ბაღის ყვავილების, სველი მიწისა და მუხის კვალის ჰარმონიულ შერწყმაში გამოიხატება. ფერი ჯერ კიდევ ძალიან ახალი ღვინისთვის დამახასიათებელი აქვს, გემოზე კი რამდენიმე ეგზოტიკური ნოტიც ჩანს, პირველ რიგში ტკბილი სუნელების და ბერგამოტის. კარგი მისაყოლებელი იქნება სუნელებში შემწვარ იხვთან, მწყერთან, დავარგებულ ყველებთან. ღვინოს ამ მუკუზანს ძალიან ხანგრძლივი და პიკანტური დაბოლოება ახასიათებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული