Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალმარები სოიოს სოუსში

მასალა: 400გ. გასუფთავებული კალმარები, ანისული - დანის წვერით, მშრალი რეჰანი - 3 ს/კ, ზეთი – შესაწვავად, ლიმონი - 1 ცალი, სოიოს სოუსი - 2-3 ს/კ, მოხარშული კარტოფილი - 500 გ, 2-3 ს/კ კარაქი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: გასუფთავებული კალმარები ჩავყაროთ ადუღებულ მარილწყალში და ზუსტად 2 წუთი ვხარშოთ, შემდეგ დავჭრათ თხელ წვრილ ნაჭრებად. კარტოფილი დავჭრათ და ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, ზედ რომ მოადგეს კარტოფილს, დავახუროთ საფარებელი და დავდგათ ნელ ცეცხლზე. ტაფაზე დავყაროთ ანისული, დავასხათ ზეთი და გავაცხელოთ, შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი კალმარები და რეჰანი, თან ვასხათ სოიოს სოუსი და მოვაწუროთ ლიმონი. ვთუშოთ შებრაწვამდე. კარტოფილი რომ მოიხარშება და ჩაიშლება, გადმოვდგათ, ცოტა წყალი გადმოვწუროთ, დანარჩენ სითხეში კი კარაქთან და მარილთან ერთად მოვამზადოთ პიურე. ლანგარზე ამოვიღოთ კარტოფილის პიურე, მოვუწყოთ მომზადებული კალმარები და ლიმონის ნაჭრები.

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული