გამოქვეყნებულია: 13 დეკემბერი, 2010 - 00:29
საჭირო მასალა:500 გ თეთრი თევზის ფილე, 1 კგ კარტოფილი, 350 გ პომიდორი, 100 გ ყველი, მაიონეზი, მარილი, წიწაკა - გემოვნებით.
მომზადება: თევზი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. თხლად დავჭრათ პომიდორი და კარტოფილი. ფორმას წავუსვათ ზეთი შიგ ფენა-ფენა ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები, პომიდორი და კარტოფილი, თითოეულ ფენას მოვაყაროთ სანელებლები, ბოლოს მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი