Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შტოლენის სემიფრედო

საჭირო მასალა: 2 კგ ფქვილი, 1 კგ ქიშმიში, 200 გ დათლილი ნუში, 750 გ შაქარი, 250 გ ნედლი საფუარი, 0,5 ლ რძე, 200 გ ლიმონისა და ფორთოხლის ცუკატები, 750 გ კარაქი, 1 სირჩა რომი, 1 ლიმონი, მწიკვი დაფქული ილი, მწიკვი მარილი,  ნუშისა და ლიმონის ესენცია – გემოვნებით, დამატებით – 125 გ გამდნარი კარაქი და 250 გ შაქრის პუდრი.

მომზადება: ქიშმიშს დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და დავალბოთ. ფქვილი, შაქარი და მარილი დიდ თასში მოვათავსოთ. თბილ რძეში გავქნათ საფუარი და გავაჩეროთ 10 წუთით. კარაქი გავადნოთ და გავაცივოთ. მშრალ ინგრედიენტებს შევურიოთ ჯერ კარაქი, შემდეგ რძისა და საფუვრის მასა. დავუმატოთ სანელებლები, რომისა და ლიმონის ესენციები, ლიმონის წვენი და რომი. მოვზილოთ ცომი, ჩავდოთ თასში და ტილოგადაფარებული თბილ ადგილას დავდგათ, რომ აფუვდეს. აფუებულ ცომს შევაზილოთ ნუში, ცოტაოდენ ფქვილში არეული ცუკატები და ქიშმიში. ცომი ორად გავყოთ, გუნდები დავდოთ თუნუქის ფურცელზე და კიდევ ერთხელ ავაფუოთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 1 საათის განმავ.ლობაში. გამოცხობამდე ცოტა ხნით ადრე ნამცხვარს ფოლგა გადავაფაროთ და ისე დავასრულოთ ცხობა.  ცხელ-ცხელ შტოლენს დავასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

გაცივებული შტოლენი გავახვიოთ ფოლგაში და ისე შევინახოთ. ინახება 1 თვის განმავლობაში.

© ღვინის კლუბი /Weekend



წარმოუდგენელია 2 კგ ფქვილზე 250გრამ საფუარს იყენებდნენ, მაშინ როცა 3 კგ ფქვილზე 100 გრამ ნედლ საფუარს ვიყენებ, რაღაც არ წერია სწორად... 250 გრამ ნედლ საფუარს 2 კგ ფქვილზე ეხუმრებით?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული