Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სახელმწიფო სუბსიდია გლეხებს

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. როგორც რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, კახეთში უკვე 1000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული და ყურძენი სასურსათო დანიშნულებითაც იყიდება.
გუბერნატორის ინფორმაციით, ამჟამად კახეთში ღვინოს 9 ქარხანა იბარებს, თუმცა ახლო მომავალში მათი რაოდენობა 34–მდე გაიზრდება. რაც შეეხება ყურძნის შესასყიდ ფასებს, ღვინიაშვილის განცხადებით, ფასები მოსავლის ხარისხის მიხედვით განისაზღვრება, შავი ყურძენი კილოგრამი დაახლოებით 40–50 თეთრი ღირს, ხოლო თეთრის ფასი 30–დან 35 თეთრამდე მერყეობს.
როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, დაწყებულია გლეხებისთვის სახელმწიფო სუბსიდიების გაცემაც და გლეხები ჩაბარებული ყურძნის ხარისხის მიუხედავად ერთ კილოგრამ თეთრ ყურძენზე სახელმწიფოსგან დამატებით 15, ხოლო შავ ყურძენზე 25 თეთრს იღებენ. სახელმწიფო სუბსიდიის მიღება გლეხებს ყურძნის ჩაბარებიდან 3 დღეში, `სახალხო ბანკის` ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ.

რადიო `კომერსანტი`

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული