Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყავის პარფე ყავის კრემით

საჭირო მასალა: 50 მლ ყავა “Espresso”, 80 გ შაქარი, 2 ცალი კვერცხის გული, 1 ს.კ. ყავის ლიქიორი, 200 მლ ნაღები, 1 ცალი მიხაკი, 3 ცალი ილი, 0,5 ღერი დარიჩინი, 0,5 ს.კ. ვანილის შაქარი, 1 ჩ.კ. მდუღარე წყალი, 1 ს.კ. ხსნადი ყავა.

მომზადება: 50 მლ ესპრესსო და 50 გ შაქარი ჩავყაროტ პატარა ჭურჭელში და დავდგათ. მასას გამუდმებით ვთქვიფოთ და ნელ-ნელა დავამატოთ ცალკე გათქვეფილი კვერცხის გულები. როდესაც კრემი შესქელდება, შევურიოთ  ლიქიორი და გადავიტანოთ ყინულებით სავეს ჯამში, თან ვურიოთ, რომ გაცივდეს. 100 მლ ნაღები ავთქვიფოთ და შევურიოთ კრემს. პარფე გადავანაწილოთ ფორმებში და შევდგათ მაცივარში. ყავა და 30 გ შაქარი შევურიოთ მდუღარე წყალს, როცა გაგრილდება, დავუმატოთ ნაღები და კარგად გავაციოთ. მიხაკი, ილი და დარიჩინი დავფქვათ, შევურიოთ ვანილის შაქარი და შევათქვიფოთ ყავისა და ნაღების მასას. მომზადებული კრემით მოვრთოთ კარგად გაციებული პარფე, ზემოდან ცოტა დაფქული სანელებლები მოვაყაროთ და ისე მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული