Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რუსულენოვანი „ფორბსი“: ქართულმა ღვინომ რუსეთში შესაძლოა მომხმარებელი ვერ იპოვოს

„რუსეთში დაბრუნების გამო ქართველ მეღვინეებს მისალოცი თითქმის არაფერი აქვთ“
 
„აქვს თუ არა რუსეთში მომავალი ქართულ ღვინოს?“ ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსულენოვანი „ფორბსი.“ გამოცემა აღნიშნავს, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ღვინომ შესაძლოა რუსეთში მომხმარებელი ვერ იპოვოს. 
 
„ფორბსს“ მოჰყავს ერთ-ერთი ქართველი მეღვინის რამაზ ფეიქრიშვილის მაგალითი, რომელიც ქართული ღვინისთვის საუკეთესო პერიოდში ცდილობდა თავისი კახური ღვინო ბოთლზე ათას დოლარად გაეყიდა - მას მოსვენებას არ აძლევდა ბორდოს Chateau Petrus-ის მაგალითი, და სკეპტიკოსებს პასუხობდა, რომ საკუთარი ღვინის წარმოებაზე იგივე ძალებს ხარჯავდა, შედეგი კი არანაკლები იყო. ღვინის კონკურსებზე ის ოქროს მედლებს იღებდა, მაგრამ პროექტის მთელი ისტორიის განმავლობაში 5-ვარსკვლავიანი ფასის მქონე ღვინის გაყიდვებმა ორ ყუთს ვერ გადააჭარბა. კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მეღვინემ 100 დოლარად შეაფასა, უკეთესად იყიდებოდა.
 
„ფორბსის“ განცხადებით, გვერდზე რომ გადავდოთ სიმართლისმაძიებელთა პათეტიკა, ქართული ღვინის რუსეთში დაბრუნების საკითხი დადის შეკითხვამდე: „რა ეღირება ის?“ 
 
„ფორბსის“ შეფასებით, ღვინის თვითღირებულება მეღვინეობის ერთ-ერთი ბუნდოვანი სფეროა. ამ გაურკვევლობას ქმნიან როგორც მწარმოებლები, რომლებიც სხვადასხვაგვარად ითვალისწინებენ საწარმოო საშუალების ამორტიზაციას და მიმდინარე ხარჯებს, ისევე სახელმწიფო, რომელიც დარგში ახალ საგადასახადო ბარიერებს ქმნის.
 
ამის მიუხედავად, სტატიის ავტორის განცხადებით, შესაძლებელია დაახლოებით მაინც ვივარაუდოთ ის ზღვარი, რომლის ქვემოთაც ფასი არ ჩამოვა. ამ ფასზე დაბალი ღირებულება უკვე ღვინის ხარისხთან დაკავშირებით ბადებს კითხვებს.იმპორტირებული ღვინისთვის თამასა, როგორც წესი, უფრო მაღალია საბაჟო გადასახადის, ტრანსპორტირების, ლოგისტიკური და სხვა ხარჯების გამო.მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს სავაჭრო მისიის შეფასებით, ბოთლი ღვინო, რომლის საწყისი ფასი ორი ევროა, ყველა გადასახადის შემდეგ, საცალო ქსელში მინიმუმ 11,7 ევრო უნდა ღირდეს. ანუ იმპორტისა და გაყიდვების ლეგალური სქემა პროდუქტს მინიმუმ 6-ჯერ აძვირებს.
 
თითქმის 12 ევრო ანუ 500 რუბლი - ესაა ფსიქოლოგიური ბარიერი მომხმარებლისთვის. ამის შემდეგ იწყება ღვინოები, რომელთა ძირითად მასას რუსი მომხმარებელი უკვე „სპეციალური შემთხვევისთვის“ ყიდულობს და მისგან გარკვეულ ხარისხსაც ელოდება.საფრანგეთი, იტალია,  ესპანეთი და მითუმეტეს ჩილე და არგენტინა დღეს მომხმარებელს სთავაზობენ ღვინოებს, რომლებიც შეესაბამება ხელმისაწვდომი ფასისა და დამაკმაყოფილებელი ხარისხის აღნიშნულ თანაფარდობას.
 
თუმცა - აღნიშნავს „ფორბსი“ - თუკი განვითარებული ქვეყნების ღვინის ინდუსტრიისთვის ორი ევრო არის ღვინის „გამოსაშვები“ ფასის ზღვარი, საიდანაც აღიარებული ხარისხი იწყება, ქართული ღვინის შემთხვევაში ორი ევრო შესაძლოა დაბალი მაჩვენებელი აღმოჩნდეს რუსი მომხმარებლის მოლოდინის გათვალისწინებით. ამასთან, როგორც გამოცემა შენიშნავს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქართული ღვინისთვის რუსულ ბაზარზე „შესასვლელი ბილეთი“ სავარაუდოდ გაძვირდება და მისი გაზრდილი ღირებულება, რა თქმა უნდა, პროდუქციის ფასზეც აისახება.  
 
„თავის პირველ კომენტარებში ღვინის რუსი მოვაჭრეები აღნიშნავდნენ, რომ ქართული ღვინის საცალო ფასი 300 რუბლიდან დაიწყება, თუმცა რეალურად ეს მოლოდინების დონეს უფრო გამოხატავს. ქართველი მეღვინეების ამბიციები კი, განსაკუთრებით რუსულ ბაზარზე, ასე იაფი ვერ იქნება,“ - წერს რუსულენოვანი „ფორბსი“ და კიდევ ერთ შეკითხვას სვამს: მაშინაც კი, თუკი ქართველი მეღვინეები ქამრებს შემოიჭერენ და ჩაეტევიან ბაზრის მიერ შეთავაზებულ საფასო პარამეტრებში, იქნება თუ არა ქართული ღვინო რუსეთში მოთხოვნადი?
 
„რუსი მომხმარებლის სიმპათიების მოსაპოვებლად ქართველ მეღვინეებს კარგი მარკეტინგული კამპანია უნდა გაეშალათ. თუმცა ღვინის მარკეტინგის იდეა რუსმა კანონმდებლებმა ძალიან დროულად აკრძალეს,“ - წერს „ფორბსი“ და ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ ქართველი მეღვინეებისთვის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების მილოცვა ნაადრევია, და მათ მისალოციც თითქმის არაფერი აქვთ.მათი ერთადერთი იმედი, გამოცემის შეფასებით, მომხმარებელთა ის კატეგორიაა, რომელსაც, სახელმწიფოს მხრიდან მის კეთილდღეობაზე ზრუნვის მიუხედავად, უყვარს ღვინო და მასში პატიოსნად გამომუშავებულ რუბლებს იხდის.   „არ დაიჯერებთ, მაგრამ „საფერავს,“ რომელსაც აკრძალვის წლებში მოსკოვში ჩემოდნებით ჩატანილი ყურძნისგან ამზადებდნენ, ჰყავდა მომხმარებელი,“ - ასე ამთავრებს სტატიას „ფორბსი.“
 
© commersant.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული