Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

17 მაისს პინო გრის საერთაშორისო დღეა

ფრანგულად Pinot Gris, იტალიურად კი Pinot Grigio საშუალო მჟავიანობისა და ტანინების მქონე ვაზის ჯიშია. სადაც არ უნდა შეხვდეთ ამ ჯიშის ღვინოს, ყოველთვის იგრძნობთ ციტრუსის, მწვანე ვაშლისა და თთრი ატმის არომატებს, თუ პინო გრის მაღალი მჟავიანობა აქვს, ის შარდონეზე მეტად მშრალიც კი გამოდის. Pinot Gris მრავალი წელია მსოფლიოს ყველაზე საპატივცემულო ღვინის რეგიონებში ხარობს, წლების განმავლობაში თანდათან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვაზის ჯიშად იქცა. 

პინო გრის დღე Cavit-მა, ამ ჯიშის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მწარმოებელმა პირველად 2017 წელს აღნიშნა, 2018 წლიდან კი ყოველ წელს აღინიშნება იტალიასა და საფრაგენთში. Cavit იტალიური მეღვინეობაა, რომელიც ცნობილია, როგორც ამერიკის ნომერ პირველი Pinot Grigio-ს მიმწოდებელი კომპანია. მის ღვინოს ახასიათებს გამაგრილებელი არომატები, ციტრუსისა და ვაშლის მსუბუქი ნოტები, რომლებიც განსაკუთრებით უხდება რიზოტოს, ქათმისა და ზღვის პროდუქტების კერძებს, პასტას სხვადასხვა სოუსებთან ერთად. Pino Gris, პინო ბლანის მსგავსად პინო ნუარის მუტაციური ჯიშია. მისი ფერი ღია ოქროსფერიდან სპილენძის ფერამდე მერყეობ, თუმცა ღია ვარდისფერ პინო გრისც შეხვდებით.

Pinot Gris სხვადასხვა სახელითაა ცნობილი, მაგალითად ელზასში Auxerrois Gris ეძახიან, გერმანიაში Grauer Monch-ს, რუმინეთში კი Rulander-ს. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ძირითადი პროფილი მსგავსია, არსებობს ვარიაციები იმის მიხედვით, თუ სად და როგორ ამზადებენ ღვინოს. 

Pinot Noir-ის მსგავსად პინო გრისაც ბევრი მზე და დაბალი ტემპერატურა “უყვარს”, სწორედ ეს იწვევს შემდეგ ძალიან კარგ სურნელებასა და მახასიათებლებს ღვინოში. ფრანგული სტილის პინო გრი უფრო ტკბილი და მდიდარია, ვიდრე იტალიური, რომელიც  შედარებით მშრალი და ნაკლებად სხეულიანია. ელზასიდან ფრანგული პინო გრის ღვინოები ცნობილია ძლიერი არომატითა და მაღალი ალკოჰოლის დონით. ამ მახასიათებლებს ღვინოს ელზასის გრილი კლიმატი და თბილი ნიადაგი სძენს. ამის გამო ყურძენი შედარებით დიდ ხანს მწიფდება, რის გამოც მისი გემური პროფილი უფრო დახვეწილია. Pinot Gris სათავებს ბურგუნდიაში იღებს, შუა საუკუნეების პერიოდში, რომელიც შემდეგ 1300 წლისთვის შვეიცარიაში გავრცელდა. Pinot Gris-ის დღის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ Daysoftheyear-ზე.  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.