Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

8 ჯილდო - კრაკოვში გამართული Enoexpo 2022-ის შედეგები

პოლონეთში, კრაკოვში The International Wine Trade Fair - ENOEXPO ღვინის ყველაზე ფართომასშტაბიანი და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. აქ იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის ექსპერტები და მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან ერთმანეთს ხვდებიან. ნაკლებად ცნობილი ღვინის მარნებისთვის ეს გამოფენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ შესაძლებლობა ეძლევათ უცხოელ იმპორტიორებსა და ექსპერტებს თავიანთი პროდუქცია გაასინჯონ და მსოფლიო ღვინის ბაზარზე ადგილის დამკვიდრება შეძლონ. 

ღონისძიებაზე სხვადასხვა შეხვედრებსა და სემინარებს ENOEXPO Wine Academy-ს ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ. გამოფენაზე მეწარმეებს სხვადასხვა სტილისა და კატეგორიის ღვინოების წარდგენის გარდა კონკურსში მონაწილეობის მიღებაც შეეძლოთ, რაც ღონისძების მნიშვნელოვანი უპირატესობაა. 

ღონისძიებას, რომელიც 16-18 ნოემბერს გაიმართა 7300-მდე სტუმარი დაესწრო. მონაწილეობა მიიღო 111-მა მარანმა 13 ქვეყნიდან.  გამოფენაში 24 ქართულმა ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა. კონკურსში კი მთლიანობაში ქართულმა ღვინოებმა 8 ჯილდო მოიპოვა, ერთი ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ოქროს მედალი დაიმსახურა “თელავის ღვინის მარნის” 2020 წლის ბიო საფერავმა.

ვერცხლის მფლობელი ღვინოებია:

რქაწითელი, “შატო ნაფარეული”

რქაწითელი ქვევრი, “ასკანელი”, 2019

საფერავი, “მარანი ელიზბარი 1918”, 2019

მარანი ბრუტი, “თელავის ღვინის მარანი”, 2019

ბრინჯაო:

მწვანე ქისი, “მარანი ელიზბარი 1918”, 2019

სატრაპეზო ქვევრი, “თელავის ღვინის მარანი”, 2019

მუკუზანი პრემიუმი, “ასკანელი”, 2019

გუჯა ნატროშვილი, “ელიზბარი 1918-ის” ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია მარნის პოპულარიზაციისა და წარმატებისთვის: “ჩვენ ღვინოები გაგვქონდა და დღემდე გაგვაქვს ვარშავაში, ქართულ რესტორან “რუსიკოში”, რომელიც ძალიან პოპულარულია იქ, ვთანამშრომლობთ სხვა კომპანიებთანაც. რაც საწარმო გავხსენით, ძირითადად ფესტივალებზე არ დავდივართ ხოლმე, რადგან არ გვაქვს ბევრი სტილისა და კატეგორიის ღვინო, თუმცა Enoexpoze უკვე რამდენჯერმე მოვახერხეთ გამარჯვება. ჯილდო კი, ბუნებრივია, წამახალისებელია იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი და სხვადასხვა სტილის ღვინო დავწუროთ. ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს გამოფენა ისევ და ისევ ჩვენი მარნისა და ღვინოების ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას ემსახურება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.” - აღნიშნავს გუჯა. 

Enoexpo კრაკოვში 16-18 ნოემბერს გაიმართა. 13-მა ქვეყანამ მთლიანობაში 22 მედალი დაიმსახურა, რომელთაგან 8 ჯილდო საქართველომ აიღო, ეს კი, ჩვენი, ქართული ღვინოების მსოფლიო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას უწყობს ხელს. დეტალურ ინფორმაციას გამოფენის შესახებ გაეცნობით Enoexpo-ს ვებ. გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული