Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი”

ბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის სიტყვა, წარმოთქმული 29 თებერვალს თბილისში, საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელიც UNESCO-ში “ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის” ნომინაციის წარდგენას ეძღვნებოდა.

ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო,

მო­გე­სალ­მე­ბით. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას - სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და სა­ხელ­მ­წი­ფოს ყვე­ლა იმ უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც აქ მრავ­ლად არი­ან; ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს, USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას, იუნეს­კოს საქ­მე­თა ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ყვე­ლა უცხო­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რი­თაც შედ­გა დღე­ვან­დე­ლი სა­სი­ხა­რუ­ლო შეხ­ვედ­რა.

სა­კითხი, რო­მელ­ზეც ჩვენ ვმსჯე­ლობთ - "ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი", - უაღ­რე­სად ეროვ­ნუ­ლია და ამავ­დ­რო­უ­ლად მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის სა­გან­ძუ­რის კუთ­ვ­ნი­ლე­ბაა. ეს არის ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა, სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კო­დი წი­ნაპ­რე­ბი­სა ჩვენ­თან და ჩვე­ნი - მო­მა­ვალ­თან. ეს ის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბაა, რომ­ლი­თაც ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ კი­დევ ერ­თი მყა­რი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა მსოფ­ლიო კულ­ტუ­რა­ში.

ჩვენ­თან ვე­ნა­ხი სა­მოთხის ბა­ღის ხეა, უფ­ლის, ზე­ცის სა­ვე­ნა­ხე­ში დარ­გუ­ლი წმი­და ხეა. მის­გან მრა­ვალ­ნი იღე­ბენ სი­ცოცხ­ლეს. მი­სი დახ­მა­რე­ბით მი­წა და ზე­ცა გა­ერ­თი­ან­და. ამი­ტო­მაც არ დავ­ტო­ვეთ: მი­წა-სა­ვე­ნა­ხე, ვა­ზი, ღვი­ნო, ქვევ­რი და სხვა მრა­ვა­ლი. უამ­რა­ვი ძნელ­ბე­დო­ბა გა­მო­ვი­ა­რეთ. ერ­თი პეშ­ვი ქვე­ყა­ნა და ერი ვართ. ვე­ნახ­მა გაგ­ვაძ­ლე­ბი­ნა და აკი ვუ­გა­ლო­ბეთ კი­დეც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფასს, ღვთის­მ­შო­ბელს: "შენ ხარ ვე­ნა­ხი, ახ­ლად აყ­ვა­ვე­ბუ­ლი" სი­ცოცხ­ლის რქა ძლი­ე­რე­ბი­სა, მო­მავ­ლის სი­ხა­რუ­ლი, ცრემ­ლი ვა­ზის ყვა­ვი­ლო­ბი­სას დი­ლის მზის სხივ­ზე აელ­ვა­რე­ბუ­ლი; ყვე­ლა­ფე­რი უბ­რა­ლო ხომ ღმერ­თ­თან წილ­ნა­ყა­რია, რო­გორც თი­ხა - კვერ­ცხის ფორ­მის ქვევ­რი, სი­ცოცხ­ლის მომ­ცე­მი.

არ­სად მთელ მეღ­ვი­ნე­ო­ბის მოყ­ვა­რულ მსოფ­ლი­ო­ში არ მო­ი­ძებ­ნე­ბა 8000 წლის ბე­ბე­რი, დღე­საც მოქ­მე­დი ტექ­ნო­ლო­გი­ის ცოცხა­ლი ტრა­დი­ცია. ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად მას უკ­ვე მრავ­ლად ჰყავს შვილ­თაშ­ვი­ლე­ბის თა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ამ მე­თო­დით აყე­ნე­ბენ ღვი­ნოს. ოღონდ ჩვენ­და გა­საკ­ვი­რად, ღვი­ნოს მო­იხ­სე­ნე­ბენ არა მო­ხუ­ცი დი­დი მშობ­ლის, "ქვევ­რის" სა­ხე­ლით, არა­მედ ამ­ფო­რის ღვი­ნოდ. უზუს­ტო­ბე­ბი ის­ტო­რი­ას


სხვაც ბევ­რი ახ­სოვს. შორს რომ არ ვე­ძე­ბოთ, ახ­ლო წარ­სულ­შიც მრა­ვა­ლი გვხვდე­ბა. და დღე­ვან­დე­ლი შეკ­რე­ბა გვაძ­ლევს იმედს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო კვლა­ვაც იშ­რო­მებს, იბ­რ­ძო­ლებს შეც­დო­მე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, ისე, როგორც ეს მოხ­და ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტ­ზე "ხვან­ჭ­კა­რას" ჩა­მოს­ხ­მის პრობ­ლემას­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

გვაქვს იმე­დი, რო­გორც ერ­თი ღვი­ნის მწე­რა­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სხარ­ტად აღ­ნიშ­ნავს, ეს ამ­ფო­რე­ბის ოჯა­ხის ბენ­ტ­ლი - ქვევ­რი, უნი­კა­ლუ­რი ჭურ­ჭე­ლი, მოვ­ლი­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა: ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო მუხ­ლე­ბით, სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მე­ბით, სა­ხელ­მ­წი­ფო ღვი­ნის პო­ლი­ტი­კა­ში მი­სი სა­თა­ნა­დო რო­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხელ­შეწყო­ბი­თა და სხვა მრა­ვა­ლით. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია - იმ ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეწყო­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბა, რომ­ლე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი დარ­ჩ­ნენ - ესე­ნი ქვევ­რის ხე­ლოს­ნე­ბი, მექ­ვევ­რე­ე­ბი არი­ან. აუცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მის­მა სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა დახ­მა­რე­ბით - ნი­ა­დაგ­მ­ცოდ­ნე­თა, მე­ვე­ნა­ხე-მეღ­ვი­ნე­თა და მექ­ვევ­რე-ხე­ლო­სან­თა ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ი­მუ­შა­ონ ამ მცი­რე, მაგ­რამ უნი­კა­ლუ­რი, დღე­ვან­დ­ლამ­დე მო­სუ­ლი ტრა­დი­ცი­ის გა­დარ­ჩე­ნი­სა და გამ­ყა­რე­ბი­სა ერ­თი­ა­ნი მას­შ­ტა­ბუ­რი გეგ­მა.

გა­სუ­ლი 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის მომ­ს­წ­რე­ნი გავ­ხ­დით. ალა­ვერ­დის მო­ნას­ტერ­ში ჩა­ტარ­და "ქვევ­რის ღვი­ნის I სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მი". სიმ­პო­ზი­უ­მის შე­სა­ხებ ბევ­რი კარ­გი ით­ქ­ვა. კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბიც და­ი­წე­რა. ამ სიმ­პო­ზი­უმ­ზე დად­გა სა­და­ვო სა­კითხი, სა­ქარ­თ­ვე­ლოა თუ არა მე­ვე­ნა­ხე­ო­ბი­სა და მეღ­ვი­ნე­ო­ბის აკ­ვა­ნი-სამ­შობ­ლო. ეს კა­მა­თი სიმ­პო­ზი­უ­მის შემ­დე­გაც გაგ­რ­ძელ­და და რა­გინდ საკ­ვირ­ვე­ლი არ იყოს, ჩვენს მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­ში მო­მა­ვა­ლი კონ­გ­რე­სის სლო­გა­ნი-დე­ვი­ზი ასე­თია: "თურ­ქე­თი - მეღ­ვი­ნე­ო­ბის აკ­ვა­ნი"?! "მე ვარ ვე­ნა­ხი ჭეშ­მა­რი­ტი და თქვენ რტო­ნი…" ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რი და არაც­ნო­ბი­ე­რი ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა გა­ჯე­რე­ბუ­ლია ამ სიტყ­ვე­ბის ძა­ლი­თა და მად­ლით.

ბიბ­ლი­ი­დან ერ­თი ამ­ბა­ვი მინ­და გა­ვიხ­სე­ნო:

სო­ლო­მონ ბრძენ­თან ორი ქა­ლი მი­ვი­და. ერთ ბავშვს ვერ იყოფ­დ­ნენ. ერ­თიც და მე­ო­რეც აცხა­დებ­და პრე­ტენ­ზი­ას ბავ­შ­ვ­ზე, მე მო­ვუ­ა­რე და გავ­ზარ­დე და ამი­ტომ ბავ­შ­ვი ჩე­მიაო, - ამ­ბობ­დ­ნენ. სო­ლო­მონ ბრძენ­მა ქა­ლე­ბის სიტყ­ვით ვერ და­ად­გი­ნა სი­მარ­თ­ლე. და­უ­ძა­ხა თა­ვის მსა­ხურ მე­ო­მარს და უთხ­რა: აიღე მახ­ვი­ლი, ორად გა­ჭე­რი ბავ­შ­ვი და ერ­თი ნა­წი­ლი ერთ ქალს მი­ე­ცი, ხო­ლო მე­ო­რე ნა­წი­ლი - მე­ო­რეს. და მა­შინ სიც­რუ­ის მთქმელ­მა თქვა: იყოს ასე, არც მე და არც - შენ. ხო­ლო ნამ­დ­ვი­ლი დე­და ამ­ბობ­და: ვიზ­რუ­ნე, გავ­ზარ­დე, ცოცხა­ლი დარ­ჩეს და იყოს მი­სი შვი­ლიო. მა­შინ სო­ლო­მონ მე­ფემ სცნა, თუ ვინ იყო მარ­თა­ლი მშო­ბე­ლი ბავ­შ­ვი­სა და მის­ცა უვ­ნე­ბე­ლი თა­ვის დე­დას.

ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლომ - ამ და­ლოც­ვილ­მა ხალ­ხ­მა 8000 წე­ლი შვი­ლი­ვით მო­უ­ა­რა და ზარ­და ცოცხა­ლი ტექ­ნო­ლო­გია და მსოფ­ლი­ოს წა­რუდ­გი­ნა.

ვინც მო­უ­ა­რა და გა­ზარ­და, იგია მშო­ბე­ლი მი­სი.

ჩვე­ნი პრინ­ცი­პი ასე­თია: ძველს არ ვი­ვიწყებთ, ახალს ზურგს არ ვაქ­ცევთ. ეკ­ლე­სია სარ­წ­მუ­ნო ხი­დია ძველ­სა და ახალს შო­რის. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი ალა­ვერ­დის მო­ნას­ტ­რის მა­რა­ნია და თა­ვად მო­ნას­ტე­რი. ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში, მო­დერ­ნიზ­მის ბო­ბო­ქარ ზღვა­ში, ბიბ­ლი­უ­რი კი­დობ­ნის მსგავ­სად, ეკ­ლე­სი­ამ გა­და­არ­ჩი­ნა ქვევ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს თი­ხის უნი­კა­ლუ­რი ჭურ­ჭე­ლი შე­უ­ნარ­ჩუ­ნა. უძ­ვე­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის წყა­ლო­ბით მი­წით ამოვ­სე­ბულ­მა ქვევ­რ­მა მზის სი­ნათ­ლე იხი­ლა და ისევ ცოცხა­ლი ღვი­ნით აივ­სო.

მოყ­ვა­რუ­ლი მე­უღ­ლე­ე­ბის ქორ­წი­ნე­ბის 50 წელს, მშვი­დო­ბი­ან ერ­თად ყოფ­ნას, ოქ­როს ქორ­წილს უწო­დე­ბენ. ამ კულ­ტუ­რას­თან - ქვევ­რ­ში ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის უძ­ვე­ლეს ტრა­დი­ცი­ას­თან ერ­თად - ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა 8000 წე­ლი მშვი­დო­ბით მო­დის. ეს ნამ­დ­ვი­ლად ოქ­როს გზაა. და დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი შეკ­რე­ბა სა­ხე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, თუ ამ ოქ­როს გზას, ტრა­დი­ცი­ას, მი­სი მშო­ბე­ლი მსოფ­ლი­ოს არ და­უ­კარ­გავს. მსოფ­ლიო კი, გა­მოვ­თ­ქ­ვამთ იმედს, სო­ლო­მონ ბრძე­ნის მსგავ­სად გა­არ­ჩევს, თუ ვინ არის ამ ტრა­დი­ცი­ის ნამ­დ­ვი­ლი დე­და.

ამინ. ჭეშ­მა­რი­ტად. იყავნ. იყავნ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.