Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აინტოპფი წიწაკიანი სალამით

საჭირო მასალა: 100 გ წიწაკიანი სალამი, 2 თავი ხახვი, 400 გ კარტოფილი, 500 გ სტაფილო, 1 ს.კ. კარაქი, 700 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 1 პატარა კონა ოხრახუში, ჯავზი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით

მომზადება: სალამი 0,5 სმ სისქის ნაჭრებად დავჭრათ. 1,5 სმ სისქის კუბებად დავჭრათ კარტოფილი, ხახვი და სტაფილო – უფრო პატარა ნაჭრებად. ქვაბში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ძეხვი და 3 წუთის განმავლობაში ყველა მხრიდან შევწვათ. შემდეგ ამოვიღოთ ცალკე ჭურჭელში. ცხიმიან ქვაბში მოვათავსოთ ხახვი, 2 წუთში დავუმატოთ კარტოფილი და 2-3 წუთი ერთად ვშუშოთ. დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი და თავდახურული საშუალო ტემპერატურაზე ვხარშოთ. 5 წუთის შემდეგ ბულიონში ჩავუმატოთ სტაფილო და 10 წუთი კიდევ ვხარშოთ. ბოლოს წვნიანს დავუმატოთ შემწვარი ძეხვი, სანელებლები რამდენიმე წუთში, როდესაც წამოდუღდება, დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.