Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ანონსი – ღვინის პირველი საერთაშორისო სერტიფიცირებული პროფესიონალები (WSET) - პრეზენტაცია და დაჯილდოვება

3 დეკემბერს, სამშაბათს, ღვინის კლუბში, საღამოს 19:00 საათზე, გიწვევთ ღვინის განათლების სფეროში მსოფლიო ლიდერის, Wine & Spirit Education Trust–ის (WSET) პროგრამების პრეზენტაციაზე.

შეხვედრა შედგება ეროვნული ბიბლიოთეკის 3 კორპუსის მთავარ აუდიტორიაში. 

EPI-ის (ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა) ფინანსური მხარდაჭერით WSET-ის სკოლა უკვე არაერთმა ქართველმა ღვინის სპეციალისტმა დაასრულა. საქართველოში 10–ზე მეტი 2–ე დონის ექსპერტია და გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, სამმა სპეციალისტმა წარმარტებით ჩააბარა 3–ე დონის გამოცდებიც. 3 დეკემბერს სწორედ ეს სამი კურსდამთავრებული დაჯილდოვდება – გიორგი დარციმელია, გიორგი სამანიშვილი და მალხაზ ხარბედია. 

გარდა ამისა, "ღვინის კლუბში" გამართულ სადღესასწაულო შეხვედრაზე თქვენ შეძლებთ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ WSET–ის შესახებ, ასევე ვისაუბრებთ WSET–ის სკოლის ქართულ ფილიალზე, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება "ღვინის კლუბის" ბაზაზე. 

გარდა ამისა, დააგემოვნებთ ქართულ ღვინოებს :)

იხ. Facebook-ზე

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული