Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოჯალეში, თელიანი ველი, 2012

ლეჩხუმში დაკრეფილი ორბელური ოჯალეშიდან დაყენებული ნახევრადტკბილი ღვინოა (არ უნდა ავურიოთ ოჯალეშში, რომელიც მეგრული ჯიშია). ფერში უკვე დაძველების პირველი ნიშნები ჩანს, მკრთალი ძოწისფერია, სასიამოვნო, ელვარე გარეგნობით. სურნელში თავდაპირველად კენკრისა და მცირედი კვამლის არომატები მოდის, რომელიც დაგემოვნებისას კიდევ უფრო ზუსტდება (ტკბილი ტყლაპი, კენკრის მურაბები, ნარშარაბი). სასიამოვნო, ეკზოტიკური სადესერტო ღვინოა, რომელიც კარგი მისაყოლებელი იქნება ჩურჩხელასთან და ჩირეულთან.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული