Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ველოსიპედი კოქტეილის მოყვარულთათვის

ფრანგული ბრენდი St-Germain ცნობილია ამავე სახელწოდების ლიქიორის წარმოებით, რომლის დასამზადებლადაც ანწლის ყვავილები გამოიყენება. ეს არაჩვეულებრივი გემოს მქონე ლიქიორი 2007 წელს გამოვიდა და მაშინვე მიიპყრო ბარმენთა ყურადღება, რადგან მისგან შესანიშნავი კოქტეილები მზადდება. ახლახან სწორედ ამ სასმლის პატივსაცემად შეიქმნა ველოსიპედი, რომელსაც კოქტეილებთან მიმართებაში სიმბოლური დატვირთვა აქვს – ანწლის ყვავილები ხომ ზაფხულში იკრიფება, მათ შესაგროვებლად კი ფერმერები ალპებისკენ მიეშურებიან და ამისთვის ველოსიპედებს იყენებენ. მუქი ლურჯი ფერის ველოსიპედი St-Germain's Whimsical Wheels ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა და ათასი დოლარი ღირს. მისი სკამი, ჩანთა და საჭე ძვირფასი ტყავითაა გაწყობილი, საბურავები კი სახლეგანთქმული Michelin-სა აქვს. ,,კოქტეილის” ველოსიპედი სხვა დეტალითაცაა გამორჩეული – მას ბოთლისთვის განკუთვნილი სპეციალური ტყავის სამაგრები აქვს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული