საჭირო მასალა: 400 გ სტაფილო, 100 გ ნიახურის ძირი, 2 ღერი პრასი, 1 ლ ბოსტნეულის ბულიონი, 80 გ დაღერღილი ამ მსხვილად დაფქული ბრინჯი, 2 ს.კ. მაგარი, გახეხილი ყველი, 1 კვერცხი, 1 კვერცხის გული, 1 კონა ოხრახუში და მწვანე ხახვი, ჯავზი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: ბოსტნეული გავრეცხოთ. სტაფილო თხელ რგოლებად დავჭრათ, ნიახური წვრილად დავკეპოთ. ნიახური და სტაფილო ჩავყაროთ 750 მლ ბულიონში და 8 წუთი ვადუღოთ. დავუმატოთ დაჭრილი პრასი და კიდევ 5 წუთი ვხარშოთ. ცალკე ავადუღოთ 250 მლ ბულიონი, შევურიოთ ბრინჯის ფქვილი და თავდახურული დაბალ ცეცხლზე 5 წუთი ვხარშოთ, შემდეგ შევურიოთ გახეხილი ყველი. შეგრილებულ მასას შევურიოთ კვერცხი, კვერცხის გული, სანელებლები, მწვანილი, გავაკეთოთ პატარა გუფთები და 5 წუთის განმავლობაში ადუღებულ მარილიან წყალში ვხარშოთ. სუფრაზე მიტანის წინ მომზადებულ წვნიანში მოვათავსოთ გუფთები.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი