Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიკა გარსევანიშვილი, ახმეტის ღვინის სახლი, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (48)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

შალვა კოღუაშვილი და მე ნიკა გარსევანიშვილი, იმერეთში, ზაფხულ-შემოდგომის არდადეგებზე ღვინოს, ქვევრსა და ვენახს ვეზიარებოდით. წინაპრებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამ საქმის სიყვარულში. შალვას ბაბუა პროფესიონალი მეღვინე, ხოლო ჩემი მხარე ოჯახური ტრადიციით ჩართული იყო ამ საქმეში. დიდი ხნის აკვიტებული ოცნება ვენახზე და მარანზე ახმეტაში იმედაშვილების ოჯახთან დამოყვრების შემდგომ განვახორციელე. 2014 წელს ერთი ვენახი შევიძინეთ და ეგრევე მარნის შენება დავიწყეთ. ადგილობრივები მარანს "დათოს მარანს" ეძახდნენ ოჯახის თავკაცის საპატივსაცემოდ.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ძველი ვენახებიდან ვიღებთ კახურ მწვანეს და რქაწითელს, ხოლო ახალშენში, ალავერდის მონასტრის უკან, ქისი,ხიხვი,საფერავი და კახური მცვივანი მოგვეწევა. ასე რომ ახმეტის რეგიონის თითქმის ყველა ძირითადი ჯიში გვაქვს.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დაცული იყოს ვენახის, ყურძნისა და ღვინის ეკოსისტემა, ბიომრავალფეროვნება, ბუნებრივი ბიოლოგიური ციკლი და ბიოლოგიური პროცესები, სწორედ ამიტომ ჩვენს საოჯახო მარანში, ვაწარმოებთ ნატურალურ/ორგანულ ქვევრის ღვინოს, კახურ მწვანეს, საფერავსა და რქაწითელს. დღესდღეისობით „კავკასსერტის“ ბენეფიციარები ვართ, 2019 წლიდან „ახმეტის ღვინის სახლი“  ოფიციალურად ბიოსერთიფიცირებულ ღვინოს შესთავაზებს  მომხმარებლებს.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ახალი ვენახების გაშენება საკმაოდ დიდ შრომასა და ჯაფას მოითხოვს, 2014-2015 კონცენტრირებული ვიყავით მარნის შენებასა და კეთილმოწყობაზე და ძველი ვენახების გამართვაზე, 2016-2017 წლები კი ახალი ვენახების გაშენებაზე, რაც საკმაო ჯაფას მოითხოვს, ასე რომ სულ რამოდენიმე ათეულ მაღაზიასა და ღვინის ბარშია განთავსებული ჩვენი ღვინო. დავიწყეთ „ვინომანიით“.ასევე მადლობა “ქართული ღვინის გალერეას“ დიდი ხნის თანამშროლობისთვის.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

უცხოურ ბაზარზე ჯერ არ გავსულვართ, ვფიქრობთ მომავალი წლიდან ბიოსერთიფიცირებასთან ერთად აქტიურად დავკავდეთ ზოგადად გაყიდვებითა და ჩვენი ღვინის ცნობადობის გაზრდით.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ყველაზე რთული მოსაძიებელი ზოგადად ინფორმაცია და სახელმძღვანელოებია. ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ ზეპირსიტყვიერად ან უცხოურ წყაროზე დაყრდნობით შეიძლება. მადლობა ღვინის კლუბს და მისსავე ვებგვერდს, სადაც შეგიძლია უამრავი მასალა გადმოტვირთო, გაეცნო და გაყვე თანამედროვე ინფორმაციას. კარგი იქნებოდა თუ თითოეული მეღვინე ცოტა მეტ სახელმძღვანელო ვიდეო მასალას განმარტებებით თუ განათავსებდა ინტერნეტში, რითაც ხელს შეუწყობდა ახალგაზრდა მეღვინეებსა და ენთუზიასტებს განათლებისა და ცნობადობის გაზრდაში.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

მიუხედავად მზარდი მოთხოვნისა, ჯერ კიდევ საკმაოდ მცირე რაოდენობით მოვიხმართ ბოთლის ღვინოს, ასე რომ სახელმწიფო და კერძო ინიციატივებით უნდა მოხდეს ადგილობრივი მომხმარებლებისათვის ბოთლის ღვინის მოხმარების პოპულარიზაცია.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოთხი წელია სერიოზულად მივდევთ მევენახეობა-მეღვინეობას, რთულია რამე რჩევა მივცეთ დამწყებ მევენახე-მეღვინეებს, ჩვენც კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. ერთადერთი რჩევაა: არ მოერიდოთ კითხვების დასმას. ჩვენც ღია ვართ ნებისმიერი ინფორმაციის და ცოდნის გაზიარებისათვის. გთხოვთ მომგვმართეთ და მაქსიმალურად დაგეხმარებით.

მარნის დასახელება: „ ახმეტის ღვინის სახლი“

მარნის მისამართი: ახმეტა, რუსთაველის 38

ტელეფონი: +995 599001212 ; +995 577452920

ელფოსტა: akhmetawinehouse@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: @akhmetawine

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული