Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვანდალიზმი ავსტრიაში

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ავსტრიაში რამდენიმე ასეული წლის ვენახი გაჩეხეს. ქალაქ აიზენშტადტში გაშენებული ვაზი ვანდალებმა სრულიად გაანადგურეს. ნიშანდობლივია, რომ ვაზის ეს ჯიში, ცნობილი ავსტრიული სახეობის - გრიუნერ ველტლინერის წინაპრად ითვლება. ზარალმა, როგორც აცხადებენ, ასი ათას ევროს გადააჭარბა. რამდენიმე წლის წინ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევებმა და ათასობით ჯიშის ვაზის შედარებამ ცხადყო, რომ ყურძნის სახელგანთქმული თეთრი ჯიში გრიუნერ ველტლინერი სათავეს სწორედ ამ ვენახიდან იღებდა. რამდენიმე საუკუნის წინ იქაური ყურძენი ტრამინერის ჯიშის ყურძენთან შეაჯვარეს, რამაც სათავე დაუდო შემდგომში ავსტრიული მეღვინეობის სავიზიტო ბარათად აღიარებულ სასმელს. მართლაც, გრიუნერ ველტლინერი ავსტრიული ღვინის ინდუსტრიის ფლაგმანი და სიამაყეა. იქაური ღვინის წარმოების 33% სწორედ ამ ჯიშზე მოდის. ავსტრიის, ჩეხეთისა და სლოვაკიის გარეთ გრიუნერ ველტლინერს იშვიათად ნახავთ.

© ღვინის კლუბი/Weekend



რა საშინელებაა =/ რა ცუდი ხალხია.


au ra sashinelebaa ra aris eg rogor unda gaaketo martla vandalebi arian. karoche magat erti "jariskacis mama" undat da mere naxaven egeni


ხალხი რა შუაშია, ავსტრიელები თავიანთ ვაზს მოუვლიან, მე გურჯაანში ჭანდარში დამიწვეს საამაყო თანამემამულეებმა ვენახი, ასე რომ მასეთი 'ხალხი' ჩვენში უფრო ხშირად გვხვდება სამწუხაროდ...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული







StatCounter - Free Web Tracker and Counter