Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამხრეთ აფრიკის მეღვინეობა დღეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ განაცხადა, რომ ვერ დაეხმარება მეღვინეობის რეგიონ Orange River –ის წყალდიდობით დაზარალებულ ფერმერებს, რომლებმაც ა.წ. იანვარ-თებერვალში სტიქიის გამო მოსავალი დაკარგეს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ღვინის ექსპერტთა ასოციაციის - WOSA (Wine of South Africa) მონაცემებით, სტიქიის შედგად მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 280 მილონი რენდი შეადგინა, ეს კი თითქმის 41 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრის.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ღვინის ინდუსტრია ბოლო ხანს ისედაც კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებოდა, უკანასკნელი 23 წლის მანძილზე მომხდარმა ყველაზე ძლიერმა წყალდიდობამ კი პრობლემები უფრო გაამწვავა და წარმოებას კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ქვეყანა, ღვინის წარმოების თვალსაზრისით, მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს.

პრობლემების მიუხედავად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ღვინის წარმოება პროგრესს განიცდის და მათი პროდუქციის ექსპორტი შესამჩნევად მატულობს. მაგალითად, 1990-იანების დასაწყისიდან 2009 წლის ჩათვლით ექსპორტის მოცულობა 40-ჯერ გაიზარდა. ამჟამად ქვეყანას 400 მილიონი ლიტრი ღვინო გააქვს ექსპორტზე.

სააგენტო Bloomberg–ის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის  ღვინის გასაღების უმთავრეს ბაზარს წარმოადგენს, ექსპორტის 2003 წლის 50%-იანი მონაცემები 2010 წელს 31%-მდე დაეცა, მაგრამ  ფრანგული ღვინის ექსპორტის მოცულობას მაინც გადააჭარბა.

ამასთან, სარ-ის ღვინოების ხარისხი სულ უფრო უმჯობესდება. ადგილობრივი მეღვინეები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ, იძენენ ცოდნას, გამოცდილებას, ცდილობენ გაერკვნენ, თუ როგორ ღვინოს ანიჭებს უპირატესობას დღეს მომხმარებელი. 2010 წელს ჩატარებულმა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა ღვინის ბიზნესზეც იმოქმედა და სამხრეთაფრიკელ მეღვინეებს ახალი ქვეყნების ბაზრების ათვისების იმედი ჩაუსახა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული