Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს ღვინის გზა

ალეკო ცქიტიშვილი

საქართველოს ღვინის გზა - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, ტურიზმის გეოინფორმაციულმა ცენტრმა და ღვინის კლუბმა განახორციელეს. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციულ რეგიონებში ყველა იმ კომპანიის, მცირე საწარმოსი თუ ოჯახური მარნის აღნუსხვას, რომელიც ამ ეპატზე მზადაა, მიიღოს ტურისტები. აღრიცხვის ეტაპი უკვე დასრულდა. ამჟამად ტურიზმის დეპარტამენტი გზებზე ნიშნულებს აყენებს, რომელთა დახმარებითაც ტურისტებმა ღვინის გზაზე უნდა იარონ და პატარა-პატარა ღვინის ოაზისებს მიაგნონ.
ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრისა და ღვინის კლუბის მონაცემებით, საქართველოს ღვინის გზაზე დღესდღეობით შეირჩა 50-მდე ობიექტი, რომელიც მომსახურების სტანდარტებს მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო - მოწესრიგებული და სუფთა მარანი, ტურისტების მომსახურებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, ღვინის ტურიზმში მონაწილეობის სურვილი და რაც მთავარია - ხარისხიანი ღვინო. ეს უკანასკნელი ყველაზე პრობლემატური მოთხოვნა აღმოჩნდა, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში, სადაც ბევრ ოჯახში სტუმრებისთვის მისაღებად მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული გარემო არსებობს, მაგრამ ღვინოებს შაქრისა და წყლის დახმარებით აყენებენ. შაქარ-წყლით დაყენებული ღვინოები ერთიანად უტეხავს სახელს არა მარტო ქართულ მეღვინეობას, არამედ ამ კონკრეტულ ოჯახებსაც, რომლებიც სამწუხაროდ, ხშირად ამას ვერც ხვდებიან.
პროექტის ფარგლებში მოწყობილი ექსპედიციების შედეგად გაირკვა, რომ ღვინის დაყენების ტრადიციები ოჯახებში დიდწილად დავიწყებულია და ოჯახებში გამეფებულია თავ-თავიანთი უხარისხო ღვინოებით თვითკმაყოფილება, რომელსაც ისე გთავაზობენ, თითქოს მსოფლიოში უკეთესი ღვინო არავის ჰქონდეს.
მიუხედავად ამისა, ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრისა და ღვინის კლუბის წარმომადგენელთა აზრით, შერჩეული 50 ობიექტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ეს ობიექტები ნამდვილად აკმაყოფილებენ სტანდარტს და ფაქტობრივად, წარმოადგენენ ღვინის ტურიზმის ბაზისს საქართველოში.
ასე რომ, თუკი საქართველოს ღვინის გზაზე რომელიმე კომპანიის ან მარნის ნიშნულს დაინახავთ, მიჰყევით მას და თავადვე შეაფასეთ ამ ობიექტების მომსახურების ხარისხი და რაც მთავარია - ღვინო!

© Tbilisi Out


ურადღება!!!!!!!!!!!!!!!!!!! ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის ქვევრებს კავშირი მაქვს სოფელ ტყემლოვანაში საუკეთესო მექვევრეებთან. მათგან ვახდენ უმაღლესი ხარისხის თიხისაგან დამზადებული ქვევრების კიდევ გადარჩევას და მხოლოდ საუკეთესო მომაქვს თქვენამდე, რომლის ხარისხზე თვითონვე ვიღებ პასუხისმგებლობას. ყველა სახის მომსახურეობა: ტრანსპორტირება, დაცემენტება მიწაში ჩალაგება აღნიშნული პროცედურების ჩემს მიერ განხორციელების შემდეგ ვიძლევი 100 % იან გარანტიას ქვევრის ხარისხთან დაკავშირებით. ფასზე და დეტალებზე შესაძლებელია დალაპარაკება


მოგესალმებით. მაინტერესებს სამომავლოდ თუ იგეგმება, ღვინის გზის პროექტის გაგრძელება?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული