Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მენაბდის მარანი, მცირე მარნების ანთოლოგია (65)

როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარანი 2016 წელს დავაარსეთ. მიზეზი ღვინის სიყვარული იყო და სურვილი - გურული ღვინო ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ამ ეტაპზე ჩხავერი და საკმიელა. კიდევ ერთი ჯიშს დამატებას ვფიქრობთ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ წითელი იქნება.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

შედარებით დიდი რაოდენობით ჩხავერს და ცოლიკაურს ვაწარმოებთ. ჩხავერს, როგორც წესი, ჭურში ვაყენებთ, ჭაჭაზე ხანგრძლივი დაყოვნებით, ცოლიკაურს - უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში. ჩვენი ჩხავერი ტიპური არაა, მსუბუქი საზაფხულო ღვინო არ არის და მაღალი ალკოჰოლითაც ხასაითდება.

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

რამდენიმე დღის წინ, ეს ღვინო პირველად შევიტანეთ მაღაზიაში. ღვინის ბიბლიოთეკაში შეუძლია ღვინის მოყვარულებს ჩვენი ღვინის შეძენა.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჯერჯერობითი მხოლოდ ქართულ ბაზარზე ვართ. როდესაც რაოდენობას გავზრდით, შემდეგ ვფიქრობთ უცხოეთში გატანას.

რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ყველაზე დიდი პრობლემა ცოდნაა. გურული ღვინის შესახებ ცოდნა ძალიან მწირია. ახლა გვიწევს ამ ცოდნის შექმნა, შეცდომების დაშვების და მათ ხარჯზე სწავლის გზით.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

პირველ რიგში ცოდნა, როგორ მოვუაროთ ვენახს, როგორ დავაყენოთ მაღალი ხარისხის ღვინო, როგორ შევინახოთ. მერე რეალიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კარგი ინვენტარის არჩევანიც დიდი არ არის.

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

ჩვენც დამწყებები ვართ, ამის გათვალისწინებით, ვეტყვით  -  მთავარია ცოდნის შეგროვება, არსებული ლიტერატურის გაცნობა, სხვა მეღვინეებთან კონტაქტი და რაც შეიძლება ბევრი ღვინის გასინჯვა.

მარნის მისამართი: შემოქმედი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, გურია.

ელფოსტა: menabdewine@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: მენაბდის მარანი/Menabde Winery

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული