Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საკარნავალო არაყი Absolut-ისგან

არყის ბრენდი Absoult ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისათვის უკვე მზად არის. ვინაიდან ჩემპიონატი ბრაზილიაში იმართება, არყის ახალ სერიას, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოუშვეს, Karnival დაარქვეს. ბოთლის ჭრელა-ჭრულა ეტიკეტიც საგანგებოდ შეარჩიეს – ის ნამდვილად მოგაგონებთ რიოს ფერად და მხიარულ კარნავალს.

Karnival-ის ეტიკეტის დიზაინი ბრაზილიელმა მხატვარმა რაფაელ გრამპამ შექმნა და დასახულ მიზანს თავი შესანიშნავად გაართვა – ის ზუსტად ასახავს დღესასწაულის მრავალფეროვნებას. ბოთლზე საკარნავალო ფერხულია გამოსახული: ჭაბუკი, რომელსაც მოხუცის ნიღაბი მოსავს, თევზი, რომლსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და გვირგვინი ამშვენებს, შლაპიანი ალიგატორი, ახალგაზრდა, რომელსაც რომაელთა ჩაფხუტი, ქვედაბოლო და სპორტული ფეხსაცმელი აცვია და მამლისნიღბიანი ძაღლი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული