Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი ღვინის მომავალი და რჩეული ღვინოები ავსტრალიური პერსპექტივიდან

"ქარვისფერი ღვინო ბოლო წლებში სულ უფრო მეტად იპყრობს ღვინის მოყვარულთა ყურადღებას. როგორც წლების წინ როზე იყო ნაკლებად პოპულარული, მაგრამ შემდეგ ძალიან მიმზიდველი გახცდა, ახლა ქარვისფერი ღვინო განიცდის მსგავსი ტრანსფორმაციის პროცესს." - სტატიის ავტორი, ნიკი რემპლი-კლარკი, აღნიშნავს, რომ ქარვისფერი ღვინო თანამედროვე გემოვნებასა და კულინარიულ ტენდენციებს ძალიან შეესაბამება და მეტად აქტუალური ხდება: "ღვინის უნიკალურობა მისი წარმოების პროცესში მდგომარეობს. იგი მზადდება თეთრი ყურძნისგან, თუმცა წითელი ღვინოს მსგავსად, კანთან კონტაქტის მეთოდით. ამის შედეგად ღვინოს უფრო ინტენსიური ფერი, მდიდარი არომატი და მრავალფეროვნება აქვს. მაგალითად, Gérard Bertrand Organic Orange Gold გამოირჩევა ატმის, გარგრისა და ქლიავის არომატებით და შესანიშნავად უხდება სანელებლით დატვირთულ კერძებს"

სტატიაში ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ამ კატეგორიის ღვინოები ღვინოები შეიძლება იყოს ხილის, ყვავილოვანი ან მიწის არომატების მქონე, რაც მათ სხვადასხვა კერძებთან შეუდარებლად ჰარმონიულს ხდის. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს Tbilvino Qvevri Orange Wine-ზე, რომელიც მზადდება რქაწითელისგან ტრადიციული ქვევრის მეთოდით. ავტორი აღნიშნავს: „საქართველო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძველი მეღვინეობის ქვეყანაა, ქარვისფერი ღვინოს სამშობლოცაა. ეს ღვინო გამოირჩევა კომშის, მსხლისა და სანელებლების არომატებით და უნიკალურ ტრადიციებს ასახავს.”

ასევე უნდა აღინიშნოს Tbilvino Qvevris Rkatsiteli, რომელსაც ავტორის აზრით ძალიან უცხო ქარვის ფერი აქვს და მდიდარი ტექსტურა, რაც ძალიან უხდება ცხვრის ხორციან კერძებს. ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ღვინის კულტურულ ღირებულებას და მის მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ქარვისფერი ღვინის ტენდენციის განვითარებაში. გარდა ქართული ღვინისა შემდეგ ღვინოებზეც ამახვილებს ყურადღებას:

1.    Gérard Bertrand Organic Orange Gold

ეს ღვინო მზადდება შვიდი ჯიშის ნაზავით და გამოირჩევა ატმის, გარგრისა და მანდარინის არომატებით. ტექსტურა აქვს საკმაოდ რბილი, ეს ღვინო იდეალურია სანელებლიანი კერძებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ინდური კარის კერძები.

    2.    New Theory White Lies Orange Wine

ეს სამხრეთ აფრიკული ღვინო მზადდება Pinot Gris-ის ყურძნისგან და გამოირჩევა გრეიპფრუტის, მწვანე ვაშლისა და ატმის სუფთა და ელეგანტური პროფილით.

    3.    Litmus Orange Bacchus 2022

ინგლისში, სურეიში ხელით დაკრეფილი Bacchus-ის ყურძნით წარმოებული ეს ღვინო ექვსი კვირაა ჭაჭაზე დავარგებული. შედეგად არის კომპლექსური ღვინო გრეიფრუტის, ატმისა და თხილის ნოტებით, რომელიც ძალიან უხდება მოროკოულსა და კორეულ კერძებს.

    4.    Gros Manseng Vin Orange

დახვეწილი ღვინო, რომელიც აერთიანებს თეთრი ღვინის სიმსუბუქეს და წითელი ღვინის სიღრმეს. მისი არომატებში შეხვდებით ციტრუსის კანსა და მწიფე მანგოს, რაც მას იდეალურ წყვილს ქმნის მწვანე და ხორციან კერძებთან.

    5.    Channing Daughters Ramato Pinot Grigio

ამერიკული ღვინო, რომელიც დამზადებულია Pinot Grigio-ს ვაზის ჯიშით და გამოირჩევა თაფლის, შვრიის, ყვავილებისა და გარგრის ჩირის არომატებით. იგი ტექსტურით მდიდარი და გემოთი საკმაოდ ეგზოტიკურია.

ამერიკიდან სამხრეთ აფრიკამდე, ქარვისფერი ღვინო დღითიდღე მეტად პოპულარუი ხდება. მისი უნიკალური გემოს პროფილი მას შეუცვლელს ხდის. სტატიის დასასრულს ნიკი აღნიშნავს: „მომავალი ქარვისფერია – დროა, თქვენც შეიგრძნოთ მისი ხიბლი"

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული