Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ალავერდის მონასტრისა” და ,,ბადაგონის” ღვინო რეგიონალური ჯილდოს მფლობელია

ლონდონში, ჟურნალ „დეკანტერის" ღვინის საერთაშორისო კონკურსზე კომპანია „ბადაგონის" მიერ ჩამოსხმული ალავერდის მონასტრის წითელი ტრადიციული ღვინო უმაღლესი პრიზით დაჯილდოვდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ჯილდო 10 ფუნტზე მეტი ღირებულების წითელი ღვინის ნომინაციაში მართლაც რომ საუკეთესო შედეგია, მსგავსი ჯილდო ქართულ ღვინოს აქამდე არასოდეს მიუღია. დიდი ოქროს მედალი „ბადაგონს" ალავერდის მონასტრის მარანში წარმოებული წითელი მშრალი ღვინისთვის გადაეცა. კომპანიის ინფორმაციით, კონკურსზე გაგზავნილმა ქვევრის თეთრმა ღვინომ, „კახურმა წარჩინებულებმა" და „ტრიონმა" ბრინჯაოს მედლები და აღიარების დიპლომები დაიმსახურა. „ბადაგონში" დიდ გამარჯვებას უწოდებენ „დეკანტერზე" კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოების აღიარებას და მანამდე მიღებულ სხვა ჯილდოებს შორის მას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ,,ეს ქართული ღვინის მორიგი საერთაშორისო აღიარებაა", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი სალაყაია. მისივე თქმით, ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩატარებულ კონკურსებზე „ბადაგონის" ღვინოებს ერთმანეთის მიყოლებით მიანიჭეს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. გიორგი სალაყაია დარწმუნებულია, რომ ეს მიღწევები ხელს შეუწყობს კომპანიას, ღირსეული ადგილი დაიკავოს ღვინის მსოფლიო ბაზარზე.

  „დეკანტერის" 7 წლიანი არსებობის მანძილზე წელს კონკურსში რეკორდული რაოდენობის - ათი ათასზე მეტი ღვინის ნიმუში იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ოქროს მედალი და გრან-პრი მხოლოდ 2.86%-მა მიიღო.
 წლევანდელ ,,დეკანტერზე” წარმატება ხვდათ აგრეთვე წილად ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებულ სხვადასხვა ღვინოებს.
 
ვერცხლის მედალი:
თბილღვინო მუკუზანი 2007
თელავის მარანი ქინძმარაული 2008
 
ბრინჯაოს მედალი:
ჭანდრები ოროველა საფერავი 2005
თბილღვინო Georgian Valleys საფერავი 2005
თბილღვინო საფერავი 2008
თელავის მარანი, კონდოლის ვენახები, საფერავი-მერლო 2007
თელავის მარანი, მწვანე 2008
თელავის მარანი, ტვიში 2008
თელიანი ველი, შარდონე-რქაწითელი 2008
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“


დეკანტერის საიტს აქტიურად ვადევნებ თვალყურს , ალბად ეგ ინფო გამომრჩა ლინკს ხომ ვერ დადებთ?


ცალკე ინფოდ არ გასულა დეკანტერის საიტზე. აი აქ ნახეთ, შედეგებში:

http://www.decanter.com/worldwineawards/2010/results.php

ოლ ქანთრიში მიეცით ჯორჯია და ამოყრის.

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.