Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რომელ ქვეყანაში მიირთმევენ ყველაზე მეტ ყველს

მერძევეთა საერთაშორისო ფედერაციის (International Dairy Federation) მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით ყველაზე მეტ ყველს ევროპელები მიირთმევენ. იქ თითო ადამიანი წელიწადში, დაახლოებით 19 კილოგრამ ყველს ჭამს. ყველისმოყვარული ქვეყნების პირველ ათეულშიც, ცხადია, მხოლოდ ევროპული სახელმწიფოები მოხვდნენ: პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა – თითო მოსახლეზე 25,9 კილოგრამი ყველით. მეორე ადგილზე ისლანდია დასახელდა – 25,2 კგ, მესამე ადგილი კი ფინეთს ხვდა – 24,7 კილოგრამით. დანარჩენი შვიდი ადგილი შემდეგმა ქვეყნებმა გადაინაწილეს: გერმანია, ესტონეთი, შვეიცარია, იტალია, ლიტვა, ავსტრია და შვედეთი. სიის ყველაზე ბოლო ადგილზე ჩინეთი დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ყოველწლიურად 49 ათასი ტონა ყველი იყიდება, ეს რიცხვი მოსახლეობის რაოდენობაზე რომ გავყოთ, ანუ 1,3 მილიარდზე, გამოდის, რომ თითო ჩინელი წელიწადში მხოლოდ 37 გრამ ყველს მიირთმევს. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში ჩინეთში ყველის იმპორტი 22%-ით გაიზარდა. ექსპერტები კი ამას იმით ხსნიან, რომ ბოლო დროს ყველის შემცველი “ფასტ-ფუდი” – მაგალითად, პიცა, აზიაში საოცრად პოპულარული გახდა. ჩინეთის გარდა, ყველზე დიდი მოთხოვნით არც ზიმბაბვე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა და სამხრეთ კორეა გამოირჩევა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.