Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბოჟოლეს კრიზისი

გახშირებულმა ცუდმა ამინდებმა ფრანგ მეღვინეებს თავსატეხი გაუჩინა. დღეს უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში ღვინის სერიოზული კრიზისი შეიქმნება. არნახულად მწირი მოსავლის გამო 200-მდე ფრანგული კომპანია, სავარაუდოდ, გაკოტრებას ვერ გადაურჩება.

განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ბოჟოლეს მწარმოებელი მეღვინეები. მართალია, ფრანგული პრესა ირწმუნება, რომ ბოჟოლეს 200-ზე მეტი მწარმოებელი გაკოტრდებაო, მაგრამ ღვინის ასოციაცია Inter Beaujolais-ში უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებენ და ამბობენ, რომ ამ კრიზისს მხოლოდ 50-მდე მეურნეობა შეეწირება.

ბოჟოლეს რეგიონში ყოველწლიურად საშუალოდ 850 ათას ჰექტოლიტრ ღვინოს აყენებენ, მაგრამ გასულ წელს ეს მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა. ერთი ჰექტრიდან, ჩვეულებრივ, დაახლოებით 52 ჰექტოლიტრი ღვინო იწურება, 2012 წელს კი ერთი ჰექტრიდან მხოლოდ 30 ჰექტოლიტრი ღვინო მიიღეს. თუკი წარმოება არ გაიზრდება და ვარდნა ასეთი ტემპებით გაგრძელდება, რეგიონის 2,7 ათასზე მეტი მარნის საქმიანობას დიდი საფრთხე დაემუქრება. ასე რომ, ადგილობრივი მეღვინეები სახელმწიფოს დაუხმარებლად საკითხს ვერ მოაგვარებენ – ხარჯების ასანაზღაურებლად მათ მოკლევადიანი სესხები დასჭირდებათ. 

ცხადია, ამ ყველაფრის მიზეზი ცუდი ამინდებია. ბოჟოლეს რეგიონში გასულ წელს ძალიან ხშირი იყო გადაუღებელი წვიმა და სეტყვა. ასოციაციის წარმომადგენელი ჯან ბუჟადე აღნიშნავს, რომ რეგიონის მეღვინეებს ამინდის გამო აქამდე პრობლემა არასოდეს შექმნიათ. მართალია, ბოჟოლეში წელსაც ცუდი ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ იმედია, რომ ეს არ შეეხება მთელ რეგიონს. ბუჟადეს თქმით, ზოგიერთ მარანს კიდევ აქვს შანსი, რომ სესხების წყალობით თავი გადაირჩინოს, თუმცა ვერანაირ მოგებასვერ ნახავს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.