Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი რაჭაში

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 10 ოქტომბრის 10.00 საათის მდგომარეობით, 115 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა. რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 9 ოქტომბერს გაიხსნა.

მოსახლეობის შემოსავლებმა 736 ათას ლარს გადააჭარბა. დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხვანჭკარის“ ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 1კგ-ზე  გაიცემა სუბსიდიის სახით 2 ლარი. ღვინის კომპანიები მევენახეებს 1 კგ მუჯურეთულსა და ალექსანდროულში 5 ლარს უხდიან,  ჯამში 1 კგ ყურძნის ფასი 7 ლარს შეადგენს.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი - 3 ქალაქ ამბროლაურში და დანარჩენი სოფლებში (ჭრებალო, ხვანჭკარა და ბუგეული). რაჭაში 12 ღვინის კომპანია იღებს რეგიონის ყურძნის მოსავალს. სულ დარეგისტრირებულია 25 ღვინის კომპანია, მათგან 6 ადგილობრივი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღების პროცესში.

ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.

რთველი გრძელდება კახეთის რეგიონში. 10 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 132 მლნ ლარს მიაღწია.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2017.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული