Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ქართლი“ გლდანში


თბილისში   რესტონებისა და კაფეების  უმრავლესობა  განლაგებულია  ქალაქის ცენტრში. არსებობს პოპულარული  რესტორნები  ქალაქგარეთ,  რომლებსაც თბილისელები  სტუმრობენ  ამა  თუ იმ კერძის მისართმევათ,  ან სულაც  საქეიფოდ.  მივხვდი რა, რომ უყურადღებოდ  მრჩებოდა   მოშორებული  უბნების   კვების  ობიექტები, გადავწყვიტე  ვესტუმრო  ერთ - ერთ მათგანს.
არჩევანი არ მქონდა მაინცა და მაინც  გააზრებული. უბრალოდ,  გავეშურე  გლდანისკენ  და ვესტუმრე  რესტორან „ქართლს“, რომელიც მდებარეობს  ქერჩის  ქუჩაზე 7  ნომერში, თიანეთის  გზატკეცილზე.  ჩემი  ყურადღება მიიპყრო  „პომპეზურმა“  გალავანმა  და შესასვლელმა.   რესტორანს აქვს  საკმაოდ  დიდი მანქანების  სადგომი.
შესვლისთანავე  მომიწია  მომსახურე  პერსონალის  ძებნა. დიდ და უგემოვნოდ გაფორმებულ ძირითად (საბანკეტო)  დარბაზში  აღმოვაჩინე ადმინისტრატორი. მან მირჩია   დავმჯდარიყავი  გარეთ,   შადრევნის  გვერდით.  რჩევა ურიგო არ აღმოჩნდა, რადგან ცხელი ზაფხულის საღამოს  ნამდვილად ვისიამოვნე შადრევანის შხეფებით.
გვერდით  „კუპეში“ მიდიოდა ქეიფი  და მიმტანებს  მოუწიათ „ორ ფრონტზე“  მუშაობა. მიუხედავად ამისა, არ შემიძლია  დავადანაშაულო ქ-ნ ფიქრია (მიმტანი, რომელიც მემსახურებოდა)  უყურადღებობაში.   ტრადიციული  თბილისური  რესტორნის  მენიუდან  ავარჩიე, აგრეთვე ტრადიციული,  ნიგვზიანი ბადრიჯანი,   საქონლის  ხორცის  ჩაშუშული,  ხბოს კანჭი, მჭადი და  სულგუნი, კიტრისა და პომიდვრის სალათი „გლეხურად“.
ვფიქრობდი  ხაჭაპურის  შეკვეთას,  რადგან  ის   არის  ერთ-ერთი ძირითადი  მაჩვენებელი  თუ როგორია მზარეული.  საბედნიეროდ შევნიშნე, რომ  ჩემი მაგიდის  ახლოს  მდებარეობდა  თონე  სადაც ცხვებოდა  ხაჭაპური. თონე წარმოადგენდა  „დისპლეი კიჩენს“  (display kitchens) ან „საჩვენებელ სამზარეულოს“. მომეცა საშუალება  მენახა როგორ  და რა პროდუქტებით მზადდება ხაჭაპური. ჩემი შეფასება  იყო დადებითი დეგუსტაციის  გარეშე, რამაც  „დაუზოგა“ რომდინიმე  ათეული გრამი  ჩემს,  ისედაც ჭარბ, წონას. 
როგოც წესი და რიგია,  პირველ რიგში მომიტანეს ცივი საუზმე  ნიგვზიანი  ბადრიჯნისა  და  სალათის სახით.  ბადრიჯანი  აღმოჩნდა ნახევრად შემწვარი.  ნიგვზის  საკმაზი,  რომელიც უხვად ავსებდა ბადრიჯანს, იყო  „საშუალო დონის“. ქართული რესტორნების   უმრავლესობაში  „ერიდებიან“  ნიახურისა  და მსუბუქად  მოშუშული ხახვის დამატებას  ნიგვზის საკმაზში  -  ნიგვზიანი ბადრიჯნის შემთხვევაში.
მჭადი მოიტანეს დაგვიანებით.  „დაგვიანებული მჭადი“  არ იწვევს ჩემში  უკმაყოფილებას, რადგან  ეს  იმაზე მიგვანიშნებს  რომ ის არ არის წინასწარ მომზადებული და შემდეგ გაცხელებული. ნებისმიერმა  დიასახლისმა იცის, რომ მჭადის მომზადებას  უნდა დაახლოვებით 15 წუთი.  სამაგიეროდ, უგემრიელესმა  სულგუნმა  მოახდინა  „დაგვიანებული მჭადის“ რეაბილიტაცია. გემოს გარდა,  სულგუნის ულუფა  იყო უხვი და წონიანი.
რაც შეეხება ჩაშუშულს, ის შეიძლებოდა  ყოფილიყო  უფრო  „დახვეწილი“.  ხორცი იღეჭებოდა,  მაგრამ  არ იყო კარგად  მოხარშული. ამავდროულად, ჩაშუშულში  შეინიშნებოდა  ცოცხალი პომიდვრის ნაკლებობა  და ტომატ - პასტის  სიუხვე.   ჩაშუშულში, „ოსტრისგან“  განსხვავებით,  როგოც წესი უშვებიან  მწვანილს.  ჩემს ჩაშუშულში ქინძი არ  ფიგურირებდა.
ქაბაბი  იმსახურებდა მაღალ შეფასებას, წონისა  და შემადგენლობის მიხედვით.  მისი გემო იყო  დაბალანსებული და ტექსტურა  ძალზე  ნაზი.  ეტყობოდა  რომ  ქაბაბის ფარშს  დამატებულია  ჰქონდა  ქათმის ფილე.  „ქართლში“  ფასები  არის  საკმაოდ  მისაღები. მაგალითად, ქაბაბი  ღირს   6 ლარი, ნიგვზიანი ბადრიჯანი - 4, ჩაშუშული - 7  და ა.შ.
ჩემს მიერ  შეკვეთილი ყველაზე ძვირი კერძი იყო მოხარშული  ხბოს  კანჭი.  ეს კერძი  აღმოჩნდა ყველაზე „წარუმატებელი“  და ცუდად  მომზადებული.   ხბოს  კანჭს, როგორც  ნებისმიერ  მოხარშულ  ხორცს,  ხაშლამის ჩათვლით,  მომზადების დროს უხდება  ხახვის, ცოტა  ნივრის, დაფნის ფოთლის, სტაფილოს, პილპილის  მარცვლების, ბაჰარისა  და მწვანილების  ნაკრების  დამატება.  ჩემს  მიერ  მირთმეულ ხბოს კანჭს  აკლდა  ზემოთ ჩამოთვლილი  ინგრედიენტები.
და ბოლოს,  მინდა შევეხო მიმტანების მიერ  შეკვეთის  ჩანიშვნის  სიზუსტეს.  რესტორან „ქართლში“  მე არ შემიკვეთია არც  პური და არც ტყემალი.   მე  მივეკუთნები „ნატურალისტების“ კატეგორიას, ანუ  არ  ვაყოლებ  ხორცს  სოუსებს, თუ ის  არ წარმოადგენს დასრულებული კერძის განუყოფელ ნაწილს. თითქმის  ყველა  ქართულ რესტორანში  საწებელი  და ტყემალი მოაქვთ  შეკვეთის  გარეშე, მაგრამ არ  ავიწყდებათ  მათი საფასურის  შეტანა   ანგარიშში.  იგივე ეხება პურს. ასე  რომ, წინასწარ  მიწევს მიმტანის გაფრთხილება რომ  პურსა  და  ტყემალს არ მივირთმევ. „ქართლის“ შემთხვევაში  დამავიწყდა ამის გაკეთება. ასე რომ მომიწია  დამატებით სამი ლარის გადახდა.  
„ქართლი“, ჩვენი მოსაზრებით, იმსახურებს 2  News.ge ვარსკვლავს.

© news.ge



მეორე რეპორტაჟს ვკითხულობ უკვე და მგონი, ეს ნიუს.ჯი-ს ვარკვლავთმიმნიჭებელი ღვინოს არა სომს. მოვკვდი ინტერესით, რა ღვინო დაალევინეს, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უწერია!


დაგვიბრუნეთ გიგო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.