ელენე ცინცაძე
New York Times-ის უახლეს სტატიაში ავტორი ალიკანტე ბუშეს ისტორიასა და აღორძინებას განიხილავს. ეს არის ჯიში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ღვინის პროფესიონალების მიერ შეუმჩნევლად იყო დატოვებული. სტატიის მიხედვით, ხელნაკეთ ღვინოს ტრადიციულად ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, თუმცა, "მშრალი კანონის" დროს კანონმორჩილ ღვინის მოყვარულებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ გარდა D.I.Y. ღვინისა. ესეც იმიტომ, რომ ვოლსტედის აქტში არსებული ხარვეზი საშუალებას აძლევდა ოჯახებს, დღეში მხოლოდ ხელნაკეთი ორნახევარი ბოთლი ღვინო მოეხმარათ.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ მეღვინეების მიერ მოყვანილი ვაზის ჯიშებიდან ალიკანტე ბუშე გამოირჩეოდა არა ხარისხით, არამედ პრაქტიკულობით. 1883 წლის ღვინის სახელმძღვანელოში ის აღწერილია, როგორც ნაკლებად ელეგანტური და დელიკატური ჯიში. ალიკანტე ბუშეს რბილობიც და კანიც ძალიან მუქადაა შეფერილი, რის გამოც მისი ღვინო იმდენად მუქია, რომ თითქმის შავად ჩანს. ეს თვისება მეღვინეებს საშუალებას აძლევდა, ყურძნის ერთი პარტია რამდენჯერმე დაეწურათ და რამდენჯერმე მიეღოთ მისგან მდიდრული ფერის ღვინო: "მიუხედავად ამ უპირატესობისა, მიღებულ ღვინოს ხშირად „ნამდვილად საზიზღარი“ გემო ჰქონდა, როგორც ეს აღნიშნა დანიელ ოკრენტმა თავის წიგნში last call" - ვკითხულობთ სტატიაში.
გასაკვირი არ არის, რომ მშრალი კანონის შემდეგ ალიკანტე ბუშე საერთოდ აღარ იყო პოპულარული. კიდევ ერთი დიდი “დარტყმა” კი ამ ჯიშმა მიიღო 1937 წელს, როდესაც საფრანგეთმა არ შეიტანა იგი მეღვინეობისათვის დაშვებული ჯიშების ოფიციალურ სიაში. თუმცა ასი წლის შემდეგ მის მიერ წარმოებული ძალიან მუქი ღვინო კვლავ იწყებს აღორძინებას. ზოგი სვამს კითხვას: შავი ღვინო ისეთივე ტენდენცია ხდება, როგორიც ქარვისფერი ღვინოა?
ესპანეთსა და პორტუგალიაში ალიკანტე ბუშეს მსუბუქ ღვინოებში ფერის გასამძაფრებლად იყენებდნენ. ბოლო დროს კი ამ ქვეყნებში მეღვინეებმა მისი სხვა თვისებების აღმოჩენა და დაფასება დაიწყეს. Envinate, ცნობილი, ესპანელ მეღვინეთა გაერთიანებაა, რომლებიც ალბარისა (30%) და ალიკანტეს (70%) ნაზავით აკეთებენ საკმაოდ წარმატებულ ღვინოს. ალიკანტეს ესპანეთში გარნაჩა ტინტორერას ეძახიან და კარგად ხარობს ლისაბონის აღმოსავლეთით, alentejo-ს რეგიონში, სადაც ისეთი ღვინის მწარმოებლებნი, როგორიცაა, მაგალითად, ode, ატარებენ ექსპერიმენტებს ღვინის დაყენებისას სწეორედ ამ ჯიშზე.
სტატიაში ავტორი ქართულ ვაზის ჯიშს, საფერავსაც ახსენებს და ამბობს, რომ ალიკანტეზე მუქი ჯიშებიც არსებობს, მათ შორის კი გამორჩეული სწორედ საფერავია.
ალიკანტეს ახასიათებს მუქი ქლიავისა და კენკრის მძაფრი არომტები. კალიფორნიაში “მშრალი კანონის” შემდეგ ალიკანტე ბუშეს ვენახები ფაქტობრივად გაანადგურეს, თუმცა, მეღვინე რაჯ პარი სახელმწიფოს ისტორიის შენარჩუნებას ძველი ვაზის გადარჩენით ცდილობს. მისი მუქი Scythians Red-ის დაახლოებით ერთი მესამედი ალიკანტე ბუშეა, რომელიც ონტარიოს აეროპორტის მახლობლად მდებარე ძველ ვენახშია მოყვანილი: "ეს უფრო ვაზის სასაფლაოს ჰგავდა, ვიდრე ვენახს", - იხსენებს რაჯი პერიოდს, როდესაც პირველად ნახა მან ეს ადგილი. ფაქტია, ალიკანტე ბუშე ღვინის სამყაროში ადგილის დამკვიდრებას კიდევ ერთხელ ცდილობს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი